გიოდელის პრემია
გიოდელის პრემია (ინგლ. Gödel Prize) — ყოველწლიური პრიზი თეორიული ინფორმატიკის სფეროში გამორჩეული ნაშრომებისთვის, რომელსაც ერთობლივად გადასცემს თეორიული კომპიუტერული მეცნიერების ევროპული ასოციაცია (EATCS) და გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის ალგორითმებისა და გამოთვლითი თეორიის სპეციალური ჯგუფი (ACM SIGACT). ჯილდოს სახელი კურტ გიოდელის პატივსაცემად ეწოდა. გიოდელის კავშირი თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებასთან არის ის, რომ მან პირველმა წამოჭრა კითხვა „P NP-ს წინააღმდეგ", 1956 წელს ჯონ ფონ ნოიმანისადმი მიწერილ წერილში, რომელშიც გიოდელმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა გარკვეული NP-სრული ამოცანის ამოხსნა კვადრატულ ან წრფივ დროში.[1]
გიოდელის პრემია გაიცემა 1993 წლიდან და მოიცავს ფულად ჯილდოს 5000 აშშ დოლარის ოდენობით. გადაცემა ხდება STOC-ზე (ACM Symposium on Theory of Computing, ერთ-ერთი მთავარი ჩრდილოეთ ამერიკის კონფერენცია თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში) ან ICALP-ზე (ერთ-ერთი მთავარი ევროპული კონფერენცია ამ სფეროში). პრიზის მისაღებად ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს რეფერენტის მიერ ჟურნალში ბოლო 14 (თავიდან იყო 7) წლის განმავლობაში.[2]
პრემიის ლაურეატს ირჩევს ექვსწევრიანი კომიტეტი. EATCS-ის პრეზიდენტი და SIGACT-ის თავმჯდომარე კომიტეტში ნიშნავენ სამ-სამ წევრს, რომლებიც იმუშავებენ სამწლიანი ვადით. კომიტეტს მონაცვლეობით ხელმძღვანელობენ EATCS და SIGACT-ის წარმომადგენლები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Gödel Letter (2009-02-12).
- ↑ 2017 Gödel Prize. EATCS. ციტირების თარიღი: 29 March 2017
Серж Массар[англ.]Себастьян ПокуттаХанс Радж ТивариРональд де ВольфТомас Ротвосс