სინტია დვორკი
სინტია დვორკი | |
---|---|
Cynthia Dwork | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი, 1958 |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ინფორმატიკოსი |
მუშაობის ადგილი |
Microsoft IBM Almaden Research Center |
ალმა-მატერი |
კორნელის უნივერსიტეტი პრინსტონის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | ჯონ ჰოპკროფტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მამა | Bernard Dwork |
ჯილდოები |
ACM Fellow (2015), გიოდელის პრემია (2017), კნუთის პრემია (2020), ჰემინგის მედალი (2020) |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | dwork.seas.harvard.edu |
სინტია დვორკი (ინგლ. Cynthia Dwork; დ. 27 ივნისი, 1958) — ამერიკელი მეცნიერი ინფორმატიკის დარგში, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით კრიპტოგრაფიაში. 2017 წლის გიოდელის პრემიის ლაურეატი.[1] ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (2017 წლიდან). Microsoft-ის თანამშრომელი. ასზე მეტი რეცენზირებული შრომის ავტორი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინტია დვორკმა 1979 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი (ელექტროინჟინერიასა და ინფორმატიკაში) და აქვე გახდა პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა ჩარლზ იანგის პრემია დამოუკიდებელ კვლევაში წარმატების მიღწევისთვის. კორნელის უნივერსიტეტში კი მიიღო მაგისტრისა (1981) და ფილოსოფიის დოქტორის (1983) ხარისხი ინფორმატიკაში კვლევებისთვის ჯონ ჰოპკროფტის ხელმძღვანელობით.
მისი წვლილი კრიპტოგრაფიაში მოიცავს ბადის საფუძველზე პირველ კრიპტოსისტემას მიკლოშ აჯტაისთან ერთად 1997 წელს. ეს იყო პირველი კრიპტოსისტემა ღია გასაღებით. ნაორთან ერთად მან ასევე პირველად წამოაყენა იდეა და მეთოდები ელექტრონულ ფოსტებში სპამებთან საბრძოლველად.
კარიერა და კვლევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დვორკი ცნობილია თავისი კვლევებით, რომლებშიც მონაცემთა ანალიზი კონფიდენციალურობის დაცვით ემყარება მკაცრ მათემატიკურ საფუძველს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე კრიპტოგრაფიაში და გამოთვლების განაწილებაში. თავისი ადრეული შრომებისთვის შეფერხებისადმი მდგრადი სისტემების საფუძვლებში 2007 წელს ნენსი ლინჩთან და ლარი სტოკმაიერთან ერთად გახდა ედსგერ დეიკსტრას პრემიის(ინგლისური)ქართ. ლაურეატი. ეს იყო დვორკის პირველი აღიარება დამსახურებისთვის.[2]
2008 წელს სინტია დვორკი აირჩიეს აშშ-ს ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრად მისი ფუნდამენტური წვლილისთვის ალგორითმების განაწილებასა და კრიპტოსისტემების უსაფრთხოებაში. ამავე წელს აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (AAAS) წევრად. 2009 წელს მან მიიღო პრემია PET გამორჩეული ღვაწლისთვის მაღალი კონფიდენციალურობის ტექნოლოგიების სფეროში უდიდეს კვლევაში.[3] 2014 წელს აირჩიეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად. 2015 წელს გახდა გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (ACM) წევრი. 2016 წელს კი — ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი. სინტია დვორკი გახდა გიოდელისა (2017)[4] და კნუთის პრემიის (2020)[5] მფლობელი.
2021 წელს თანაავტორებთან ერთად დაიმსახურა გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის კანელაკისის პრემია „მისი ფუნდამენტური წვლილისთვის დიფერენციალური კონფიდენციალურობის განვითარებაში“.[6] 2022 წელს მიიღო RSA-ს პრემია მათემატიკის სფეროში დამსახურებისათვის.[7] 2022 წელს, კომპიუტერული თეორიის სიმპოზიუმზე, ნაოროსთან ერთად 1990 და 1991 წლებში გამოქვეყნებული შრომებისთვის მიიღო 30 წლიანი ჯილდო „დროით გამოცდა“.
ამჟამად სინტია დვორკი მუშაობს ჰარვარდის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორად, პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში პროფესორად და ჰარვარდის მართვისა და სტატისტიკის სკოლის ასოცირებულ პროფესორად. ის ასევე არის Microsoft-ის გამორჩეული თანამშრომელი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დვორკი არის ამერიკელი მათემატიკოსის — ბერნარდ დვორკის ქალიშვილი და ისტორიკოს დებორა დვორკის და. იგი შავი ქამრის მფლობელია თეკვონდოში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2007 — დაიკსტრას პრემია
- 2017 — გიოდელის პრემია
- 2020 — კნუთის პრემია
- 2020 — IEEE-ს რიჩარდ ჰემინგის მედალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სინტია დვორკი აშშ-ს ეროვნული აკადემიის საიტზე
- https://scholar.google.com/citations?user=y2H5xmkAAAAJ
- https://www.microsoft.com/en-us/research/people/dwork/
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 1958
- დაბადებული 27 ივნისი
- ამერიკელი მეცნიერები ინფორმატიკის დარგში
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები
- გიოდელის პრემიის ლაურეატები
- კნუთის პრემიის ლაურეატები
- კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- Microsoft-ის თანამშრომლები
- XX საუკუნის ამერიკელი მეცნიერები
- ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრები