გეირანგერფიორდი
გეირანგერფიორდი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნორვეგია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 62°07′16″ ჩ. გ. 07°07′44″ ა. გ. / 62.12111° ჩ. გ. 7.12889° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1195 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1195 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გეირანგერფიორდი (ნორ. Geirangerfjorden) — ფიორდი ნორვეგიაში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძე 15 კმ-ია და წარმოადგენს სტროფიორდის ერთ-ერთ ტოტს. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.
გეირანგერფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ ეს სტატუსი ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას, რადგან ფიორდის თავზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.
ფიორდის გასწვრივ, მრავალი მიტოვებული ფერმერული მეურნეობა მდებარეობს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Geiranger Tourist-Info დაარქივებული 2016-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Destination Geirangerfjord - Ålesund & Sunnmøre დაარქივებული 2011-03-24 საიტზე Wayback Machine.
- Geirangerfjord - the official travel guide to Norway
|