გაჭედილის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
გაჭედილის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | გაჭედილი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
გაჭედილის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთი რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილის ცენტრიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, სოფელ გაჭედილში, მაღალ მთაზე. ეკლესია, რომელიც წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, აგებულია მე-17 მე-18 საუკუნეებში, ეკლესიის საძირკველი დგას ძველ ბაზისზე (1,5სმ). ნაშენია ნათალი ქვით და ქვიშა ვით კირ-დუღაბის ხსნარზე,ხოლო შემდგომ მე-20 საუკუნეში ადგილობრივთა დახმარებით(სოფლის) ეკლესია აუშენებიათ ძველი ნაგებობის ნაშალი ქვით,რიგების დაცვით.შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია ცემენტი. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16385