გარი ქიქავა
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გარი გერმანეს ძე ქიქავა [1] | ||
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1947 | ||
დაბადების ადგილი |
ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 13 აგვისტო, 2022 (75 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბათუმი, საქართველო | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1967 | დინამო ბთ. | 67 | (16) |
1967–1968 | დინამო თბ. | 11 | (0) |
1969–1970 | ტორპედო ქ. | 53 | (5) |
1971–1975 | დინამო ბთ. | ? | (15) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1979 | დინამო ბათუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გარი ქიქავა (დ. 5 აპრილი, 1947, ბათუმი — გ. 13 აგვისტო, 2022, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას.[2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარი ქიქავა საკლუბო კარიერას 1965 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ კლასის მოკავშირე რესპუბლიკების პირველი ზონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოში“ იწყებს, სადაც საბჭოთა კავშირის თასის ერთ შეხვედრას ატარებს გუნდის შემადგენლობაში.
მომდევნო 1966 წლიდან გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველ ქვეჯგუფში აგრძელებს ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში გარი ქიქავა 32 მატჩში იღებს მონაწილეობას და 9 გოლის გატანას ახერხებს. 1967 წლის იმავე „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველობაზე 35-ჯერ ირგებს გუნდის მაისურს და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს.
1967–1968 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებშია, სადაც „ა“ კლასის პირველი ჯგუფის გათამაშების 11 კალენდარული შეხვედრის გარდა — 5 საერთაშორისო მატჩში გამოდის მოედანზე.
1969–1970 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს (53 მატჩი, 5 გოლი).
1971 წლიდან ბათუმის „დინამოს“ უბრუნდება და მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს. სათამაშო კარიერას 1975 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
გარი ქიქავა გარდაიცვალა 2022 წლის 13 აგვისტოს.[3]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მე-7 ადგილი: 1968
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 42. 83 გვ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- აკოფოვი, გარუნ., ფეხბურთი 1968 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1968.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მურვანიძე, ო., ბათუმელები ემზადებიან // „ლელო“, 4 თებერვალი, 1978, № 25 (6090), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარი ქიქავა — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
- გარი ქიქავა — FootballFacts.ru