გარი ქიქავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარი ქიქავა
Gary Qiqava (born 5 April 1947) — Georgian Footballer, FC Dinamo Batumi (1965–67, 1971–75), FC Dinamo Tbilisi (1967–1968) and FC Torpedo Kutaisi (1969–70) Midfielder and Forward.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი ქიქავა
დაბადების
თარიღი
5 აპრილი, 1947 (1947-04-05) (72 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1967 დინამო ბთ. 67 (16)
1967–1968 დინამო თბ. 11 (0)
1969–1970 ტორპედო ქ. 53 (5)
1971–1975 დინამო ბთ. ? (15)
სამწვრთნელო კარიერა
1979 დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გარი ქიქავა (დ. 5 აპრილი, 1947, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას.[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარი ქიქავა საკლუბო კარიერას 1965 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ კლასის მოკავშირე რესპუბლიკების პირველი ზონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოში“ იწყებს, სადაც საბჭოთა კავშირის თასის ერთ შეხვედრას ატარებს გუნდის შემადგენლობაში.

მომდევნო 1966 წლიდან გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველ ქვეჯგუფში აგრძელებს ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში გარი ქიქავა 32 მატჩში იღებს მონაწილეობას და 9 გოლის გატანას ახერხებს. 1967 წლის იმავე „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველობაზე 35-ჯერ ირგებს გუნდის მაისურს და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს.

1967–1968 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებშია, სადაც „ა“ კლასის პირველი ჯგუფის გათამაშების 11 კალენდარული შეხვედრის გარდა — 5 საერთაშორისო მატჩში გამოდის მოედანზე.

1969–1970 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს (53 მატჩი, 5 გოლი).

1971 წლიდან ბათუმის „დინამოს“ უბრუნდება და მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს. სათამაშო კარიერას 1975 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • მე-7 ადგილი: 1968
საქართველოს სსრ–ის დროშა ტორპედო ქუთაისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • მე-14 ადგილი: 1969
  • მე-16 ადგილი: 1970

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარი ქიქავა — პერსონალური გვერდი. წყარო: თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Кикава Гарри Германович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. / dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2019.
  2. ფეხბურთი – 1975 : ცნობარი–კალენდარი / შემდგ.: გ. აკოფოვი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 42. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2019.