შინაარსზე გადასვლა

ბურეის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურეის ქედი
კოორდინატები: 50° ჩ. გ. 133° ა. გ. / 50° ჩ. გ. 133° ა. გ. / 50; 133
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 400 კმ
ბურეის ქედი — რუსეთი
ბურეის ქედი

ბურეის ქედი (რუს. Буреинский хребет) — ქედი რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში. შედგება რამდენიმე ჭიუხისა და მთის მასივისაგან. აგებულია გრანიტებით, გნაისებით, აგრეთვე დანალექი და ეფუზიური ქანებით. გადაჭიმულია თითქმის მერიდიანულად მდინარე ბურეის სათავეებიდან მდინარე ტირმის ზემო დინებამდე. სიგრძე 400 კილომეტრი. სიმაღლე 1000-1100 მეტრიდან 1600-2071 მეტრამდე. მწვერვალები გლუვია. კალთებზე ჭარბობს წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.