ბურეა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბურეა
Bureya.png
მდინარე ბურეის აუზი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 623 კმ
აუზის ფართობი 70,7 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ბურეა ვიკისაწყობში

ბურეამდინარე რუსეთში, ხაბაროვსკის მხარესა და ამურის ოლქში. ამურის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება მარჯვენა და მარცხენა ბურეის შეერთებით. მარჯვენა ბურეას სათავე აქვს ეზოპის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 623 კილომეტრი, აუზის ფართობი 70,7 ათასი კმ². ზემოთში მთის მდინარეა, შუაწელში ვიწრო ხეობაში მიედინება; ქვემოთ ხეობა ფართოვდება და ზეა-ბურეის ვაკეზე გადის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. წყალდიდობა ზაფხულში 5-7-ჯერ იცის. ზოგჯერ მდინარის დონე 6-10 მეტრამდე მატულობს. მთავარი შენაკადებია ნიმანი, ტუიუნი, ურგალი, ტირმა. სანაოსნოა შუა და ქვემო დინებაში. მდინარის აუზში ქვანახშირის, რკინის მადნის საბადოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]