შინაარსზე გადასვლა

ბორსეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბორსეკი
Borsec

ბორსეკი
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ჰარგიტა
კოორდინატები 46°58′00″ ჩ. გ. 25°34′12″ ა. გ. / 46.96667° ჩ. გ. 25.57000° ა. გ. / 46.96667; 25.57000
მმართველი Jozsef Mik[1]
ფართობი 96±0.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 900±1 მეტრი
მოსახლეობა 2,573 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი borsec.ro
ბორსეკი — რუმინეთი
ბორსეკი

ბორსეკი (რუმ. Borsec) — ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცში. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 2,573 ადამიანი. მდებარეობს ტრანსილვანიის თვალწარმტაც კუთხეში, ჯურჯეუს მთების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო საშუალო მთიანი კლიმატი. საშუალოწლიური ტემპერატურაა 5°С. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 7°С, ივლისის საშუალო ტემპერატურა 14,5°С. ნალექები 800 წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანი ტიპის ცივი ნახშირორჟანგიანი წყაროები, რომელთა წყალი გამოიყენება აბაზანებისათვის, სასმელად და ბოთლებში ჩამოსასხმელად. არის სანატორიუმი, დასასვენებელი სახლი, ბალნეოლოგიური დაწესებულება და სხვა. სეზონი — მთელი წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]