ბოლივიის ისტორია
ბოლივიის ისტორია –
უძველესი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 40 - 13 საუკუნეებში ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებობდა მიწაყრილების ჰიდრავლიკური კულტურა, სადაც მისდევდნენ სოფლის მეურნეობას.მოგვიანებით აღმოცენდა მთელი რიგი სხვა კულტურები - ჩირიპას კულტურა, ვანკარანის კულტურა და ა.შ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდეVI საუკუნეში ტიტიკაკას ტბის სანაპიროზე ჩამოყალიბდა ტიუანაკოს ცივილიზაცია, რომლის შესახებ მცირე ცნობები მოიპოვება.
XIV საუკუნეში ტერიტორია დაპყრობილი იქნა ინკების მიერ, მათ შექმნეს ინკების იმპერია.დედაქალაქი მდებარეობდა კუსკოში.
კოლონიური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1538 წელს, ინკების იმპერია ესპანელებმა დაიპყრეს და შექმნეს რამდენიმე დასახლება. ეს რეგიონი დასაწყისში იწოდებოდა ჩარკასის პროვინციად, ხოლო მოგვიანებით ზემო პერუდ. კოლონიალურ პერიოდში, ვერცხლის საბადოებში მუშაობდნენ ინდიელები (პეონები), რომლებმაც მრავალჯერ მოაწყვეს ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. 300 წლის განმავლობაში ბოლივიის ტერიტორია ესპანეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო. მთელი კოლონიური პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, ზემო პერუ(ბოლივია) ესპანეთის კოლონიური იმპერიის მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო სამხრეთ ამერიკაში. ზემო პერუს ტერიტორიების დიდი ნაწილი გადაეცა ესპანელ კოლონისტებს. სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ზემო პერუში თავის მხრივ წარმოადგენდა მონათმფლობელური და ფეოდალური ფორმების გამოყენება. ინდიელები ჯიუტად ებრძოდა კოლონიალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბოხება მოხდა 1780-1781 წლებში ძმები კატარების ხელმძღვანელობით, მაგრამ ისევე როგორც ინდიელეთა სხვა გამოსვლები, სასტიკად იქნა ჩახშობილი.
1809 წლის მაისში მოხდა აჯანყება ჩუკისაკაში რომელიც ჩახშობილი იქნა. 1824 წლი 9 დეკემბერს გენერალ ანტონიო ხოსე სუკრეს არმიამ აიაკუჩოს ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები და გაათავისუფლა ბოლივიის ტერიტორიები. მნიშვნელოვან რევოლუციურ ეტაპად ბოლივიის ისტორიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ითვლება. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ბოლივიის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში იყო პ.დ. მურილო - რევოლუციური ხუნტის თავმჯდომარე, რომელიც დასაჯეს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1809 წელს. 1824 წელს განმანთავისუფლებელმა არმიამ სუკრეს მეთაურობით, სიმონ ბოლივართან ერთად აბოლოოდ დაამარცხა ესპანეთის არმია. 1825 წლის აგვისტოში კონგრესმა ჩუკისაკაში გამოაცხადეს დამოუკიდებელი ქვეყნის, ბოლივიის რესპუბლიკის შექმნა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1825 წლის 6 აგვისტოს, ყველა პროვინციის დამფუძნებელმა კრებამ ზემო პერუს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სახელმწიფოს სიმონ ბოლივარის პატივსაცემად,რომლის მხარდაჭერით მოხდა ქვეყნის ტერიტორიების განთავისუფლება, ბოლივია დაერქვა, ხოლო დედაქალაქს გენერალ სუკრეს პატივსაცემად დაერქვა სუკრე.
1826 წელს ბოლივიის პრეზიდენტად აირჩიეს ანტონიო ხოსე სუკრე. 1829 წელს პრეზიდენტი გახდა ანდრეს დე სანტა-კრუსი, რომელმაც შექმნა პერუ-ბოლივიის კონფედერაცია. მეზობელმა ჩილემ საფრთხე დაინახა კონფედერაციაში და წამოაყენა ულტიმატუმი კონფედერაციის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. ულტიმატუმი არ შესრულდა, ჩილეს ხელისუფლებამ ბოლივიას ომი გამოუცხადა. 1839 წელს ჩილეს გამარჯვების შემდეგ კონფედერაცია დაიშალა, ხოლო პრეზიდენტი სანტა-რუსი ქვეყნიდან გააძევეს. დაიწყო არასტბილურობის პერიოდი. პრეზიდენტები ხშირად იცვლებოდნენ და ერთი მეორის მიყოლებით ხდებოდა აჯანყებები. ამის შემდეგ წარმოიშვა ტერიტორიული დავა ჩილესთან ატაკამას უდაბნოსათვის რომელმაც ქვეყნები წყნარი ოკეანის ომამდე მიიყვანა, რომელიც ხუთი წელი გრძელდებოდა 1879-1884 წლებში.
1904 წელს ხელი მოეწერა ჩილე-ბოლივიის სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც სადავო ტერიტორია გადაეცა ჩილეს.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1899 წელს დაიწყო კალას საბადოების დამუშავება, რომლის წარმოებაში ბოლივია გახდა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი, რამაც გამოიწვია ინტერესის გაზრდა ბრიტანეთის და აშშს მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად აკონტროლებდნენ მას.
პირველი მსოფლიო ომის წლებში 1914-18 წლებში ბოლივიამ შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მისი ეკონომიკური რესურსები გამოყენებული იქნა ანტანტის ქვეყნების მიერ. ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოური კაპიტალდაბანდებები ბოლივიაში. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა კალის, სპილენძის, ვოლფარმის, სტიბიუმის და ბისმუთის ქვეყნიდან გატანაზე. კალის მეტალის მოპოვების განვითარების და ქვეყნის მსოფლიო ბაზართან შეერთების შედეგად ბოლივია გარდაიქმნა ექსპორტიორ ეკონომიკის ქვეყანად.
1932-35-ში დაიწყო ომი პარაგვაისთან, რომელიც წარმოიშვა უდაბნოს სადაო ტერიტორიისათვის,რომელზეც სავარაუდოდ არსებობდა ნავთობის დიდი საბადოები. ამ ომში ბოლივიამ მარცხი განიცადა.
1936 წლის მარტში ქვეყანაში მოეწყო რევოლუცია. ხელისუფლებაში მოსულმა ხოსე როილოვამ ბოლივია გამოაცხადა სოციალურ რესპუბლიკად და კონფისკაცია გაუკეთა ამერიკული ნავთობ-კომპანიის საკუთრებას. 1937 წლი მაისში სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა პოლკოვნიკი ბუშ ბესერა. მის დროს მიღებული იქნა შრომის კანონი და სახელმწიფო კონტროლი სამთო მრეწველობაზე. 1939 წლის აგვისტოში ბუშ ბესერამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედროების ჯგუფმა. 1940 წელს ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნა გენერალი ენრიკე პენარანდა დელ კასტილო.
40-იან წლწბში შეიქმნა რამდენიმე მემარცხენე პარტია: მემარცხენე რევოლუციური პარტია, რევოლუციური მუშათა პარტია, ნაციონალური რევოლუციური მოძრაობა. 1943 წლის დეკემბერში ორგანიზებული იქნა სამხედრო გადატრიალება პრეზიდენტის პოსტზე მოვიდა მაიორი გალბერტო ვილიაროელი, 1947 წელს ხოსე გარანსაბალი, ხოლო 1949-ში — მამერტო ურიოლაგოიტია.
1951 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ნაციონალური რევოლუციური მოძრაობის კანდიდატმა ეკონომიტმა და ბუშ ბესერას ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ პას ესტენსორომ, მაგრამ ურიოლაგოიტიას არ სურდა თანამდებობის გადაცემა "ნრმ" -სათვის და ძალაუფლება გადასცა სამხედრო ხუნტას. ამან გამოიწვია 1952 წლის 9 დეკემბრის აჯანყება, რომელმაც ჩამოაგდო სამხედრო ხელიუფლება და ძალაუფლება გადასცა "ნრმ"-ს გამარჯვებულ კანდიდატს.
"ნრმ"მ დაიწყო რეფორმები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. 1952 წლის აგვისტოში ხმის მიცემის უფლება მისცეს ინდიელებს. სოფლებში დაიწყო საავადმოფოების მშენებლობა, მოხდა კალას საბადოების ნაციონალიზაცია.
ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი ერნან სილეს სუასო არჩეული იქნა 1956 წელს. მისმა ხელისუფლებამ სსფს დახმარებით დაიწყო სტაბილიზაციის პროგრამა, რომელიც მოიცავდა შეზღუდვას გამომუშავებული ხელფასის ზრდაზე და ფასების ლიბერალიზაციას, მაგრამ ამ ნაბიჯმა მხოლოდ გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი. 1960 და 1964 წლებში კვლავ ერნან სილეს სუასო იქნა არჩეული პრეზიდენტად. 1964 წელს სამხედროებმა გენერალების რენე ბარიენტოსმა და ოვანდო კანდიას მეთაურობით მოაწყვეს გადატრიალება. 1966 წელს პრეზიდენტად აირჩიეს რენე ბარიენტოს ორტუნო. ბარიენტოსის სიკვდილის შემდეგ 1969 წლიდან ქვეყანამ შეიცვალა რამდენიმე მეთაური. 1979 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება უგო ბანსერის მიერ.
ბანსერიმ განაცხადა, რომ არმიას სრულად უნდა ემართა ქვეყანა 1980 წლამდე. 1974 წელს მისი გადაგდების მცდელობის შემდეგ მან აკრძალა ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის და პროფესიული კავშირების საქმიანობა. 1978 წლის 9 ივლისს ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები სადაც პრეზიდენტად აირჩიეს ხუან პერედა ასბუნი. თუმცა მან ქვეყნის სათავეში ყოფნა მხოლოდ 4 თვეს მოახერხა, იმავე წლის ნოემბერში ჩამოაგდო დავიდ პადილიამ. ამის შემდეგ ქვეყანამ შეიცვალა 3 პრეზიდენტი.
1980 წლის 17 ივლისს ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდო ლუის გარსია მესა ტეხადამ, რომელიც მეორე დღეს გახდა პრეზიდენტი.მან შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, მრავალი ოპოზიციონერი ლიდერი მოკლული იქნა. კოკაინი იქცა პრეზიდენტის და მთავრობის შემოსავლის მთავარ წყაროდ. 1981 წელს მესო ტეხადა ჩამოაგდეს, პრეზიდენტად აირჩიეს სელსო ტორელიო ვილია. 1982 წელს მან დატოვა პოსტი, მის შემცვლელად მოვიდა გენერალი ვილდოსო კალდერონი.1982 წელს ქვეყნის სათავეში კვლავ მოვიდა სამოქალაქო ხელისუფლება ერნან სილეს სუასოს მეთაურობით.
1985 წლის არჩევნების დროს ყოფილმა პრეზიდენტებმა უგო ბანსერმა და პას ესტენსარომ ვერ შეძლეს ხმათა უმრავლესობის შეგროვება, ამიტომ ნაციონალურმა კონგრესმა პრეზიდენტად დანიშნა პას ესტენსარო. ესტენსარომ დაიწყო სსფს მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელება. ამან გამოიწვია სიღარიბის და უმუშევრობის ზრდა. 1989 წლის მაისში უგო ბანსერას მხარდაჭერით პრეზიდენტი გაზდა ხაიმე პას სამორა. პრეზიდენტს და მის მთავრობას ბრალს სდებდნენ მაფიასთან კავშირში,ხაიმე პას სამორა აეკრძალა აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა.
1997 წელს პრეზიდენტი გახდა უგო ბანსერი, რომლის წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო ქვეყნის დემოკრატიზაცია, ხელიუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ქვეყანას დიქტატორული მეთოდით მართავდა როგორც 1971-78 წლებში. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში დაგროვდა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. 2000 წელს დაიწყო მის წინააღმდეგ გამოსვლები რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, 2001 წელს ის გადადგა და მომდევნო წელს გარდაიცვალა.
XXI საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის არჩევნებში პრეზიდენტად აირჩიეს გონსალო სანჩეს დე ლოსადა. 2003 წელს ქვეყნის დედაქალაქში მოხდა შეტაკება სამხედროებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. დაიღუპა 76 ადამიანი, ამ ფაქტის გამო გონსალო სანჩეს დე ლოსადა გადადგა და უფლებამოსილება გადასცა ვიცე პრეზიდენტ კარლოს მესას. კონსტიტუციის თანახმად კარლოს მესას უფლება ჰქონდა თანამდებობაზე დარჩენილიყო 2007 წლის 6 აგვისტომდე, თუმცა ის 2005 წლის 6 ივნისს გადადგა.
შემდეგი პრეზიდენტი გახდა ედუარდო როდრიგესი.
2006 წლის იანვარში პრეზიდენტი გახდა ევო მორალესი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- U.S. State Department Background Note: Bolivia
- History of Bolivia დაარქივებული 2009-03-01 საიტზე Wayback Machine.
- Bolivia
- Rulers.org — Bolivia ბოლივიის მმართველთა სია
- Bolivia Information Forum
- ¡Vale un Potosí! დაარქივებული 2008-05-10 საიტზე Wayback Machine.
- Aportes críticos დაარქივებული 2008-03-27 საიტზე Wayback Machine.
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |