შინაარსზე გადასვლა

ბიტალიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიტალიკა

მარჯვნიდან მარცხნივ: რინგო ლარზი, ჯეიმზ ლენფილდი, კლიფ მაკბარტნი, გრგ ჰამეტსონი
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული მეტალი, მძიმე როკი, პაროდიული მუსიკა
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Oglio
წევრები ჯეიმზ ლენფილდი
გრგ ჰამეტსონი
კლიფ მაკბარტნი
რინგო ლარზი
ყოფილი წევრები კრკ ჰამეტსონი
საიტი Beatallica.org
ბიტალიკა ვიკისაწყობში

ბიტალიკა (Beatallica) — როკ-ჯგუფი, რომელიც თავის მუსიკას The Beatles-ის და მეტალიკის სიმღერების შერწყმით ქმნის. ბიტალიკის სიმღერის სახელწოდება, ჩვეულებრივ, ამ ორი ჯგუფის სიმღერების ერთმანეთთან დაკავშირებული სახელწოდებების ნაზავია. The Thing That Should Not Let It Be, მიღებულია The Beatles-ის Let It Be-სა და მეტალიკის The Thing That Should Not Be-ის შეერთებით, ხოლო And Justice for All My Loving — მეტალიკის And Justice for All-სა და The Beatles-ის All My Loving-ის კომბინირებით. ხანდახან მხოლოდ The Beatles-ის სიმღერაა გამოყენებული ბაზისად და შეცვლილია ტექსტი. ბიტალიკის სიმღერების ტექსტებში მონაცვლეობს ბაზისად აღებული სიმღერების ტექსტები. ხანდახან საწყისი ტექსტის ნაცვლად კომიკურ მინიშნებებსაც შევხვდებით მეტალიკაზე მძიმე მეტალზე ან მძიმე მეტალ საზოგადოებაზე. ასევე ბევრია მინიშნება სისხლზე და სისხლიან ნივთებზე. უმეტესად, The Beatles-ის მელოდიაა აღებული, მაგრამ დაკრულია მეტალის სტილში, მეტალიკის რიფებითა და სოლოებით. თანამიმდევრულ კალამბურებს, რომლებიც გაკეთებულია ტექსტებში, ხშირად განიხილავენ გლემ მეტალად, ვიდრე თრეშად. The Beatles-ის სიმღერის I Want to Hold Your Hand ბიტალიკისეული ვერსია სახელად I Want to Choke Your Band არის პასუხი ამ კრიტიკაზე.

ბიტალიკა იურიდიულ პრობლემებში მაშინ გაეხვია, როდესაც კომპანიამ Sony Corporation, რომელიც ფლობს The Beatles-ის კატალოგს, უჩივლა მას და მოითხოვა ჯგუფის მიერ საქმიანობის შეწყვეტა და საფასურის გადახდა „მიყენებული არსებითი და რეალური ზიანისთვის“. ბიტალიკის ფანმა, ლარს ულრიხმა სთხოვა მეტალიკის ადვოკატს პიტერ პატერნოს დახმარებოდა ჯგუფს ამ იურიდიული საკითხის მოგვარებაში.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჯილ კაუფმენი. (2005-05-16) Metallica Mash-Up Band Gets By With A Little Help From Its Friend ... Lars. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2007-12-05.