ბეშუმი
იერსახე
ბეშუმი — ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ხულოდან 30 კმ-ით. სიმაღლე ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრი.
მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა — 5,0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი — ივნისი-სექტემბერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 348.