ბანფორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბანფორა
ფრანგ. Banfora
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი კასკადები
კოორდინატები 10°37′51″ ჩ. გ. 4°45′32″ დ. გ. / 10.63083° ჩ. გ. 4.75889° დ. გ. / 10.63083; -4.75889
დაარსდა 1903
ფართობი 934 კმ²
ცენტრის სიმაღლე 303
მოსახლეობა 97 137 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 104,00 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 209
ბანფორა — ბურკინა-ფასო
ბანფორა

ბანფორა (ფრანგ. Banfora) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს საფრანგეთის კოლონიურმა ძალებმა ამ რაიონში დააარსეს სამხედრო პოსტი. 1905 წელს ბანფორა საავტომობილო გზით შეუერთდა ბობო-დიულასოს, ხოლო 1931 წელს ქალაქზე გაიარა რკინიგზამ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბანფორა მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, დაახლოებით 85 კმ-ში ბობო-დიულასოდან და 450 კმ-ში უაგადუგუდან, ზღვის დონიდან 303 მეტრ სიმაღლეზე[1]. შედის იმავე დასახელების დეპარტამენტის შემადგენლობაში. კასკადების რეგიონის კომოეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ბანფორის მთიანი ჯაჭვის რაიონში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 97 137 ადამიანს[2], რის გამოც ბანფორა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეოთხე ქალაქია. დეპარტამენტ ბანფორას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 109 824 ადამიანს (2006 წლის აღწერის მონაცემები)[3]. ქალაქში ცხოვრობს ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. სხვადასხვა ეთნოსებს შორის ძირითადი სალაპარაკო ენებია — დიულა და ფრანგული.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1985 1996 2005 2006 2013
35 319 49 724 62 726 72 144 97 137

ეკონომიკა და ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანფორის რკინიგზის სადგური

ქალაქ ბანფორაზე გადის სტრატეგიული რკინიგზის ხაზი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს უაგადუგუს და აბიჯანს. ამას გარდა, ქალაქი ასფალტირებული საავტომობილო გზით შეერთებულია ბობო-დიულასოსთან და კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო საზღვართან.

ქალაქის ირგვლივ მდებარეობს შაქრის ლერწმის მრავალრიცხოვანი პლანტაციები; ეს რაიონი ბურკინა-ფასოს შაქრის ინდუსტრიის ცენტრია. ამას გარდა, ქალაქში თავმოყრილია წამლების და ეთერზეთების დამამზადებელი საწარმოები. ქალაქ ბანფორასთან ახლოს მდებარეობს კარფიგუელას კასკადების ჩანჩქერების სისტემა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს 19 დაწყებითი სკოლა, 2 საშუალო სკოლა, 4 კერძო კოლეჯი და წმინდა ტერეზას კოლეჯი (ფრანგ. collège Sainte Thérèse).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Banfora, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  2. Banfora. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  3. Ergebnisse des Zensus 2006 french (PDF; 94 kB). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-13. ციტირების თარიღი: 2008-11-6.