ბალანოფორისებრნი
იერსახე
ბალანოფორისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Balanophoraceae | ||||||||||||||
|
ბალანოფორისებრნი (ლათ. Balanophoraceae) — ორლებნიან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. მეტ-ნაკლებად უქლოროფილო პარაზიტი მცენარეებია.
იზრდებიან ხის ფესვებზე, რომელზედაც მიმაგრებული არიან დატოტვილი ფესურებით. ფესურაზე წარმოქმნილი ყვავილედი მიწის ზემოთ ამოაქვს ქერქლისებრი ფოთლებით დაფარულ მოკლე ხორცოვან ღეროს.
ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი, ჯამი რედუცირებულია. ნაყოფი კაკალია ან კურკიანა. ოჯახში 18 გვარი და 110 სახეობაა, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია ტენიან ტროპიკულ, იშვიათად სუბტროპიკულ ტყეებში. ზოგი სახეობის ფესურა დიდი რაოდენობით შეიცავს ცვილისებრ ფისს — ბალანოფორინს, რომლისაგანაც ამზადებენ სანთელს, აგრეთვე სახამებელს, ლოფოფიტინსა და მედიცინაში გამოსაყენებელ სხვა ნივთიერებებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 164.