ბალანოფორისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალანოფორისებრნი
Seybalium+Balanophora sp vMH369.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ბალანოფორისებრნი
ლათინური სახელი
Balanophoraceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ბალანოფორისებრნი (Balanophoraceae), ორლებნიან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. მეტ-ნაკლებად უქლოროფილო პარაზიტი მცენარეებია. იზრდებიან ხის ფესვებზე, რომელზედაც მიმაგრებული არიან დატოტვილი ფესურებით. ფესურაზე წარმოქმნილი ყვავილედი მიწის ზემოთ ამოაქვს ქერქლისებრი ფოთლებით დაფარულ მოკლე ხორცოვან ღეროს. ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი, ჯამი რედუცირებულია. ნაყოფი კაკალია ან კურკიანა. ოჯახში 18 გვარი და 110 სახეობაა, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია ტენიან ტროპიკულ, იშვიათად სუბტროპიკულ ტყეებში. ზოგი სახეობის ფესურა დიდი რაოდენობით შეიცავს ცვილისებრ ფისს — ბალანოფორინს, რომლისაგანაც ამზადებენ სანთელს, აგრეთვე სახამებელს, ლოფოფიტინსა და მედიცინაში გამოსაზენებელ სხვა ნივთიერებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 164, თბ., 1977