ბაზიერი
იერსახე
ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.) — ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193-195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 144.