ბარი (ფრინველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარი.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზი.
ბარი
Falco cherrug 1 (Bohuš Číčel).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: შავარდნისებრნი
გვარი: შავარდენი
სახეობა: ბარი
ლათინური სახელი
Falco cherrug (Gray, 1834)
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 175633
NCBI 345164
EOL 1049190

ბარი, გავაზი (ლათ. Falco cherrug) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების შლილი 130 სმ-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთსა და აფრიკაში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, კურდღლებსა და ქურციკებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]