პოემას პერსონაჟი არ ჰყავს და სიუჟეტიც არ გააჩნია. ავტორი საუბრობს ეროვნული თავისუფლების დაკარგვის შესახებ და ეძებს იმ გმირს, რომელიც „მდუმარე საქართველოს“ უწინამძღვრებს და გამოფხიზლებულ ქართველობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარუძღვება. პოეტისათვის სავალალოა ისეთი მდგომარეობა, როდესაც თავად ქართველთა უნიათობის წყალობით არ იბადება ისეთი გმირი, რომელიც სამშობლოს გადაარჩენს: „გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა“.