შინაარსზე გადასვლა

ასანუმა ინეძირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასანუმა ინეძირო (იაპონ. 浅沼稲次郎; დ. 27 დეკემბერი, 1898 ― გ. 12 ოქტომბერი, 1960) — იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე. 1923 დაამთავრა ვასედის უნივერსიტეტი. 1925-1940 ეკავა ხელმძღვანელო პოსტები იაპონიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში. ასანუმამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იაპონიის სოციალისტური პარტიის (ისპ) შექმნაში (1945 წლის ნოემბერი). 1948-1951, 1955-1960 წლებში იყო ისპ ცაკ-ის გენერალური მდივანი. 1951-1955 წლებში — იაპონიის მემარჯვენე სოციალისტური პარტიის ცაკ-ის თავმჯდომარე. 1935 წლიდან ცხრაჯერ იქნა არჩეული პარლამენტში. 1958-1960 წლებში იყო იაპონია-აშშ-ის „უშიშროების ხელშეკრულების“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გადაჭრით გამოდიოდა ამერიკის იმპერიალიზმისა და იაპონიის რეაქციის წინააღმდეგ. მოკლა ფაშისტმა ტერორისტმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]