ასანუმა ინეძირო
იერსახე
| ასანუმა ინეძირო | |
|---|---|
| იაპონ. 浅沼稲次郎 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 27 დეკემბერი, 1898[1] [2] |
| დაბადების ადგილი | Miyakejima, ტოკიო, იაპონიის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1960[3] [1] (61 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ჩიოდა |
| მოქალაქეობა |
იაპონია |
| განათლება | ვასედის უნივერსიტეტი |
| მეუღლე/ები | Kyōko Asanuma |
ასანუმა ინეძირო (იაპონ. 浅沼稲次郎; დ. 27 დეკემბერი, 1898 ― გ. 12 ოქტომბერი, 1960) — იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე. 1923 დაამთავრა ვასედის უნივერსიტეტი. 1925-1940 ეკავა ხელმძღვანელო პოსტები იაპონიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში. ასანუმამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იაპონიის სოციალისტური პარტიის (ისპ) შექმნაში (1945 წლის ნოემბერი). 1948-1951, 1955-1960 წლებში იყო ისპ ცაკ-ის გენერალური მდივანი. 1951-1955 წლებში — იაპონიის მემარჯვენე სოციალისტური პარტიის ცაკ-ის თავმჯდომარე. 1935 წლიდან ცხრაჯერ იქნა არჩეული პარლამენტში. 1958-1960 წლებში იყო იაპონია-აშშ-ის „უშიშროების ხელშეკრულების“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გადაჭრით გამოდიოდა ამერიკის იმპერიალიზმისა და იაპონიის რეაქციის წინააღმდეგ. მოკლა ფაშისტმა ტერორისტმა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Асанума Инэдзиро // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.