შინაარსზე გადასვლა

არქიტექტურული კომპოზიცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქიტექტურული კომპოზიცია — არქიტექტურული ელემენტების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ინტერესებისა და ჰარმონიის მიღწევას.

არქიტექტურული კომპოზიციის სახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული კომპოზიცია ეფუძნება ერთ ან მეტ სივრცულ და ტექტონიკურ ფორმირებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება გამოირჩეოდეს რამდენიმე კომპოზიციური ტექნიკა.  კომპოზიციური გადაწყვეტილება არა მხოლოდ ესთეტიკურ პრინციპებს ითვალისწინებს, არამედ განისაზღვრება არქიტექტურული სტრუქტურის - ფუნქციური, ეკონომიკური და სოციალური, ასევე კონკრეტული შესაძლებლობებისა და პირობების მოთხოვნების მთელი კომპლექტი: ბუნებრივი ფაქტორები, სამშენებლო ტექნიკა და სხვა.

არქიტექტურული ფორმა განისაზღვრება მისი ფორმირების მეთოდით, რაც დამოკიდებულია მატერიალურ, ტექნიკურ და ესთეტიკურ პირობებზე; ნებისმიერ შემთხვევაში, არქიტექტურული ფორმა ინარჩუნებს ობიექტურ თვისებებს. სუბიექტურად, ფორმის ხასიათი შეიძლება განსხვავდებოდეს ვიზუალური აღქმის პირობებში

  • მოცულობითი კომპოზიცია - მოცულობის კომპოზიცია განისაზღვრება მოცულობის ფორმით, რაც ამ შემთხვევაში დომინანტია.
  • სივრცული კომპოზიცია - სივრცითი შემადგენლობა შეესაბამება სივრცულ ფორმირებას, სრულად ან ნაწილობრივ თანდართულ სივრცეს. მარტივი შემთხვევაში, ეს არის ერთი შიდა სივრცე, როგორიცაა ოთახი, დარბაზი, დაფარული არენა.
  • ღრმა სივცრული კომპოზიცია - სივრცითი კომპოზიციის შემდგომი განვითარება ხორციელდება ნაწილობრივი რაოდენობის სივრცის გაერთიანებით ან ერთმანეთისგან ცალკეული ერთეულების გაყოფის გზით. ასეთი აგებულება ხელს უწყობს ადამიანს ვიზუალურ აღქმაში, რომ შეიგრძნოს ნაცნობი სივრცე სიღმისეულად. სივცრვულ აგებულების სიღმისეული ელემენტების არსებობას მივყავართ ღრმა სივრცითი კომპოზიციის კონცეფციამდე, რომლის მარტივი მაგალითია ოთახების მოწყობა ენფილენდურ სტილში, რაც ითვალისწინებს ოთახების ერთი-მეორის შემდეგ განლაგებას. ბუნებრივია, ღრმა სივრცითი კომპოზიციის კონცეფცია არ შემოიფარგლება მხოლოდ შიდა სივრციც. ის ასევე ვრცელდება გარე, ნაწილობრივ შეზღუდულ სივრცეზეც.
  • მოცულობით-სივრცული კომპოზიცია - მოცულობითი ფორმების შერწყმა სივრცულ ელემენთებთან წარმოადგენს ძირითად აგებულებას სხვა და სხვა სახის მოცულობით-სივრცულ კომპოზიციაში. ასეთი კომპოზიციის უმარტივესი მაგალითი არის П-ს ფორმის შენობის გეგმა. აქ ღია ეზოს სივრცე თავისი შემოგარებით შერწყმულია მის მოცულობასთან. შენობა პორტოკოსთან არის მოცულობის კომბინაცია პორტოკოს სივრცესთან ერთად.
  • წინა ხედის კომპოზიცია - წინა ხედის კომპოზიცია წარმოადგენს მსგავსი ნაგებობის მრავალფეროვნებას, რომლის მხედველობის მთავარი წერტილი არის შენობის მთავარი ფასადი. მისი დამახასიათებელი ნიშნებია არქიტექტურულ-სივრცითი ფორმის აგებულება ორი კოორდინატი ; ვერტიკალური და ჰორიზონტალური; ნაგებობას სიღმეში გააჩნია სივრცული ღირებულება. თუმცა კი, ეს მდგომარეობა ძალიან შეზღუდულია. წინა ხედის კომპოზიციის მახასიათებელს წარმოადგენს აღქმის ასპექტი და არა ფორმის ობიქტური თვისება; წინა ხედი ასევე შეიძლება ჰქონდეს შენობას, მომრგვალებული ფორმებით.
  • სიმაღლის კომპოზიცია - სიმაღლის კომბინაცია განისაზღვრება ფორმის სიმაღლის სიდიდეზე უპირატესობით, მის ზომებთან შენობის გეგმაზე. გასული საუკუნეების არქიტექტურაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ტონაჟობა ყოველ ზედა სართულზე კლებადია. წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა დანგრევისთვის არის განწირული.

არქიტექტურული კომპოზიციის ძირითადი სახსრებია; პროპორციები, რითმი, კონტრასტულობა, ნიუანსი, სიმეტრია და ასიმეტრია. ამ თემაზე, ჩვენთვის ნაცნობი, ყველაზე ძველი ნამუშევარია - უძველესი ტრაქტატი "ათი წიგნი არქიტექტურაზე" - რომელიც ემსახურებოდა ყველა არქიტექტორს მე-15, მე-19 საუკუნეებში.

პროპორციები - გამოხატვის მისაღწევად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელობანი მეთოდი, გამოხატავს თანმხლები ნაწილების თანაფარდობას ერთმანეთთან, ისევე როგორც მთლიანად მთელ ნაშრომზე. ლეონარდო და ვინჩის მიერ შემოთავაზებული პროპორციების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მეთოდს ეწოდება  "ოქრის სექცია".

არქიტექტურული პროპორციები ხშირად დაკავშირებულია ადამიანის პარამეტრებთან. ყველა ობიექტი ემსახურება ადამიანს და უნდა იყოს პროპორციული მასთან მიმართებაში. უძველეს დროში საზომი ერთეულების ჩამოყალიბებას საფუძველი, ადამიანის სხეულის ნაწილების ზომებმა ჩაუყარა.

  • რითმი - რეგულარული სიხშირის მქონე სავარაუდო ელემენტების მონაცვლეობა. რითმს შეუზლია სტრუქტურას მიანიჭოს საზეიმო ან დინამიური ხარიათი.
  • კონტრასტი - მკვეთრი განსხვავება ობიექტის თვისებებს შორის, როგორიცაა ; მოცულობა, სივრცე, ვერტიკალი.
  • ნიუანსი - კონტრასტისგან განსხვავებით, გამოხატავს ობიექტების მსგავსებას უმნიშვნელო განსხვავებებით. თავდაპირველ მდგომარეობად ითვლება სრული თანხვედრა, იდენტურობა, აღნიშვნა.
  • სიმეტრია - ნაწილების შესაბამისობა ცენტრთან მიმართებით. ეს არის კომპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მას სტატიკურობით.
  • ასიმეტრია - სიმეტრიის საწინააღმდეგო კონცეფცია ქმნის კომპოზიციის დინამიურ განვითარებას. სიმეტრიის და ასიმეტრიის კომბინაცია გავლენას ახდენს ჰარმონიისა და ბალანსზე.

კომპოზიციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება შეიძლება ეწოდოს მასობრივი დაქვემდებარების პრინციპს, რომელიც წარმოიქმნება სხეულების გეომეტრისგან. გარდა ამისა, ელემენტებმა უნდა შექმნან ფორმის მთლიანობა, როდესაც შემთხვევითი ელემენტები არ არსებობს და ფორმა ქმნის ერთობას, რომლის არ არსებობაც არღვევს ჰარმონიას.