არმანდო იანუჩი
არმანდო იანუჩი | |
---|---|
იანუჩი 2016 წელს | |
დაბადების სახელი | არმანდო ჯიოვანი იანუჩი |
დაბადების თარიღი |
28 ნოემბერი, 1963 გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | გლაზგოს უნივერსიტეტი |
აქტიური | 1990-დღემდე |
მეუღლე(ები) | რეიჩელ ჯოუნსი (1990-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 3 |
არმანდო ჯიოვანი იანუჩი (შოტლანდ. Armando Giovanni Iannucci; დ. 28 ნოემბერი, 1963, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო) — შოტლანდიელი მწერალი, რეჟისორი და რადიო პროდიუსერი.
2012 წელს იანუჩიმ HBO-ზე პოლიტიკური სატირა, ტელესერიალი „ვიცე პრეზიდენტი“ შექმნა. იგი სამ სეზონს მოიცავს და 2012-დან 2015 წლამდე გადიოდა ტელევიზიით. სერიალისთვის იანუჩიმ 2015 წელს „ემის“ ორი ჯილდო მოიპოვა - საუკეთესო კომედიური სერიალი და საუკეთესო სცენარი კომედიური სერიალისთვის. 2017 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „სტალინის სიკვდილი“, ხოლო 2019 წელს კი, „დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია“, რომელიც ჩარლზ დიკენსის რომანის, „დევიდ კოპერფილდის“ ადაპტაციაა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იანუჩი გლაზგოში, შოტლანდიაში დაიბადა. მას ორი ძმა და ერთი და ჰყავს. იგი სწავლობდა გლაზგოს უნივერსიტეტსა და ოქსფორდის კოლეჯში, სადაც იგი ინგლისურ ლიტერატურას შეისწავლიდა.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანების დასაწყისში მან რამდენიმე პროგრამა შექმნა BBC შოტლანდიისთვის. ამის შემდეგ იანუჩი ლონდონში გადავიდა, სადაც BBC Radio-ში დაიწყო მუშაობა. მისი ერთ-ერთი შოუ, სახელწოდებით „არმანდო იანუჩი“, რომელიც BBC Radio 1-სთვის შეიქმნა, სხვა კომედიანტებსაც აერთიანებდა, როგორებიც არიან: დევიდ შნიდერი, პიტერ ბეინჰემი, სტივ კუგენი და რებეკა ფრონტი.
იანუჩიმ პირველი საერთაშორისო წარმატება „On the Hour“-ზე (Radio 4) პროდუსერად მუშაობის დროს მოიპოვა. იგი მალევე სატელევიზიო სერიალად გადაკეთდა, სახელწოდებით „The Day Today“. სერიალში კრის მორისი, რიჩარდ ჰერინგი, სტიუარტ ლი, პიტერ ბეინჰემი და სტივ კუგენი მონაწილეობდნენ.
2012 წელს HBO-ზე პოლიტიკური სატირა შექმნა, ტელესერიალი, სახელწოდებით „ვიცე-პრეზიდენტი“. მასში მთავარ როლს ჯულია ლუი-დრეიფუსი თამაშობს. იგი გვიყვება ამერიკის შეერთებული შტატების ფიქციურ ვიცე-პრეზიდენტზე, სელინა მეიერზე. [2]
კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს გამოვიდა არმანდო იანუჩის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „მარყუჟში“. მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კრიტიკოსებმა დადებითაც შეაფასეს. [3] იგი 2009 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „სტალინის სიკვდილი“, 1953 წელს იოსებ სტალინის სიკვდილს ეხება. იგი 2017 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა.[4] მისი პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი დაბლოკილი იყო რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. [5] ფილმმა მაგრიტის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმს კატეგორიაში. მას კრიტიკოსების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
2019 წელს იანუჩიმ თავისი მესამე ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია“, რომელიც ჩარლზ დიკენსის რომანის ადაპტაციაა. იგი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 2020 წლის 24 იანვარს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იანუჩი 1990 წელს რეიჩელ ჯოუნსზე დაქორწინდა. მათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ და ამჟამად ჰერტფორდშირში ცხოვრობენ.
2004 წელს იანუჩიმ ვუდი ალენი თავის „ყველა დროის კომედიის გმირად“ დაასახელა.[6]
2009 წელს იანუჩიმ The Guardian-თან თავისი საყვარელი კომედიური ფილმები დაასახელა. მათ შორის არის „ქალბატონი ევა“ (1941, რეჟ. პრესტონ სტიურგსი), „ისევ დაუკარი, სემ“ (1972, რეჟ. ჰერბერტ როსი) და სხვ.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2009 | ფ | „მარყუჟში“ | In the Loop | რეჟისორი, სცენარისტი |
2017 | ფ | „სტალინის სიკვდილი“ | The Death of Stalin | რეჟისორი, სცენარისტი |
2019 | ფ | „დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია“ | The Personal History of David Copperfield | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.scotsman.com/the-scotsman/scotland/interview-armando-iannucci-writer-and-director-1-2374221
- ↑ http://www.newyorker.com/reporting/2012/03/26/120326fa_fact_parker
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-04-19. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
- ↑ https://www.prospectmagazine.co.uk/magazine/armando-iannucci-on-how-satirists-should-tackle-strongmen-and-what-makes-a-line-funny
- ↑ https://www.hollywoodreporter.com/news/russias-culture-ministry-sues-movie-theater-screening-armando-iannuccis-death-stalin-1087783
- ↑ http://www.bbc.co.uk/comedy/iannucci/index2.shtml