შინაარსზე გადასვლა

არა-ლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არა-ლერი
არა-ლერის ხედი
არა-ლერის ხედი
კოორდინატები: 40°24′20″ ჩ. გ. 44°27′08″ ა. გ. / 40.40556° ჩ. გ. 44.45222° ა. გ. / 40.40556; 44.45222
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 2577 
არა-ლერი — სომხეთი
არა-ლერი

არა-ლერი (სომხ. Արա լեռ) — ჩამქრალი ვულკანი სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციაში, მდინარე რაზდანსა და ქასაღს შორის. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2577 მეტრია. ვულკანს არასწორი კონუსის ფორმა აქვს გაკვეთილი მწვერვალითა და წრიული კრატერით. სასარგებლო წიაღისეულიდან მთაზე გვხვდება ანდეზიტობაზალტი და ანდეზიტი.

მთის ძირში გავრცელებულია ნახევარუდაბნოები, რომელიც დაფარულია ავშნით. უფრო შემაღლებული ადგილები დაფარულია სტეპებით. ვულკანის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება მუხის კორომები და ბუჩქნარები. წლის თბილ პერიოდში მთა ნაირფეროვანი ლამაზი ყვავილებით იფარება.

მთაზე მრავალი სახეობის ცხოველი გვხვდება. მწვერვალის კლდოვან მონაკვეთებზე განსაკუთრებით არიან გავრცელებული შხამიანი გველები.

გადმოცემის მიხედვით, მთის სახელწოდება მეფე არა მშვენიერისგან მომდინარეობს. ასირიის დედოფალ სემირამიდასთან ბრძოლის დროს, არამ თავისი ჯარები არა-ლერის ძირში დააბანაკა, ხოლო დედოფალმა პოზიციები ატისის ფერდობებზე დაიკავა.

ლეგენდის თანახმად, არა-ლერის მთა არა მშვენიერის სხეულს წარმოადგენს. შორიდან მთა მწოლიარე ადამიანს ჰგავს, რომელსაც ხელები მკერდზე აქვს დაწყობილი.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Гора Аралер. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2015-10-14.