აჟდააკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჟდააკი
კოორდინატები: 40°13′32″ ჩ. გ. 44°56′50″ ა. გ. / 40.2257611° ჩ. გ. 44.9472556° ა. გ. / 40.2257611; 44.9472556
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 3597,3 
ქედი გეღამის ქედი
აჟდააკი — სომხეთი
აჟდააკი

აჟდააკი (სომხ. Աժդահակ) — მთა სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სომხეთში, სევანის ტბის დასავლეთით. გეღამის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3597,3 მ. ჩამქრალი ვულკანია. მწვერვალზე კრატერია, რომელიც ტბითაა დაკავებული. აჟდააკის რთული შლაკური კონუსი წარმოადგენს მსხვილ წაკვეთილ ნაგებობას, რომლის დიამეტრია 1600 მ, სიმაღლე 370 მ. ვულკანის ლავების საერთო ფართობია დაახლოებით 8 კმ². კონუსი აგებულია შლაკით, ლაპილებით, ქვიშებით, ფერფლით და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]