სპიტაკასარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპიტაკასარი
სპიტაკასარი
სპიტაკასარი
კოორდინატები: 40°06′45″ ჩ. გ. 45°00′00″ ა. გ. / 40.11250° ჩ. გ. 45.00000° ა. გ. / 40.11250; 45.00000
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული სპიტაკასარი
სიმაღლე 3560 
ქედი გეღამის ქედი
სპიტაკასარი — სომხეთი
სპიტაკასარი

სპიტაკასარი (სომხ. Սպիտակասար — თეთრი მთა) — ვულკანი სომხეთში, გეღარქუნიქისა და კოტაიქის პროვინციების საზღვარზე. გეღამის ქედის სიდიდით მეორე მწვერვალი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3560 მეტრს შეადგენს.

სპიტაკასარი წარმოადგენს დიდ გუმბათისებურ წარმონაქმნს დაახლოებით 3500 მეტრის დიამეტრით, მისი შეფარდებითი სიმაღლე - 500 მეტრია. სპიტაკასარის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობები ძლიერ დასერილია მყინვარებისგან, სადაც ღრმა მყინვარული ცირკია გამომუშავებული[1][2].

მთის ჩრდილო ფერდობზე წარმოიქმნება მდინარე გევარაგეტი.

გეღამის ქედზე, სპიტაკასარის მთის სამხრეთით, ზღვის დონიდან 3264 მეტრზე მდებარეობს სამხრეთ სპიტაკასარის უღელტეხილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]