შინაარსზე გადასვლა

ანგუს იანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგუს იანგი

ანგუს იანგი 2008 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1955 (1955-03-31) (69 წლის)
დაბ. ადგილი გლაზგო, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრო გიტარა
აქტიური 1970–დღემდე
ანგუს იანგი ვიკისაწყობში

ანგუს მაკკინონ იანგი (დ. 31 მარტი, 1955) — შოტლანდიური წარმოშობის ავსტრალიელი გიტარისტი. ყველაზე ფართოდ ცნობილი, როგორც ავსტრალიური ჰარდ როკ ჯგუფის, AC/DC-ის დამაარსებელი და წამყვანი გიტარისტი. იანგი ცნობილია თავისი ენერგიული შესრულებებით, სცენაზე სკოლის მოსწავლის უნიფორმაში გამოსვლებითა და ჩაკ ბერის ე.წ. „იხვის სიარულის" ("duck walk") თავისებური ვერსიით. ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ ის 24-ე ადგილზე შეიყვანა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის სიაში. 2003 წელს იანგი და AC/DC-ის დანარჩენი წევრები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შიეყვანეს.

ანგუს იანგი და მისი ოჯახი გლაზგოში, შოტლანდიაში ცხოვრობდნენ. იანგების ოჯახი მრავალშვილიანი იყო. 1963 წლის დიდი ყინვის დროს, რომელიც შოტლანდიაში ყველაზე მძიმე ზამთრად ითვლება, იანგების ოჯახმა ტელევიზორში ნახა რეკლამა, რომელშიც მათ სთავაზობდნენ ავსტრალიაში მოგზაურობას. იანგების ოჯახის თხუთმეტმა წევრმა შოტლანდია დატოვა და ავსტრალიაში გადავიდა. იანგებს ავსტრალია მოეწონათ და გადაწყვიტეს იქ დარჩენილიყვნენ სამუდამოდ.

ენგუსის ძმა, მალკოლმი, რომელიც AC/DC-ის თანადამფუძნებელი და რითმ გიტარისტი იყო, იხსენებდა: „ჩვენს ოჯახში ყველა მამაკაცი უკრავდა, სტივი, ჩვენი უფროსი ძმა აკორდიონზე უკრავდა, ალექსი და ჯონი პირველი იყვნენ, ვინც გიტარაზე დაკვრა დაიწყეს, უფროსი ძმები უმცროსებს გადასცემდნენ ცოდნას, ასე გადაეცა ის ჯორჯს, შემდეგ მე და შემდეგ ჩემგან ანგუსს“.

ანგუსმა 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა. მან ჯერ ბანჯოზე დაკვრა დაიწყო, რომელზეც ექვსი სიმი იყო გაბმული. მისი პირველი გიტარა იაფიანი ნახმარი აკუსტიკური გიტარა იყო, რომელიც დედამ უყიდა. ანგუსმა პირველი Gibson SG დაახლოებით 1970 წელს მეორეულების მაღაზიაში იყიდა: „გავედი და ვიყიდე Gibson SG რომელზეც ვუკარი, სანამ ხე არ დალპა, რადგანაც მასზე დიდი რაოდენობით ოფლი და წყალი მოხვდა. გრიფი მთლიანად დაიბრიცა. ნახმარი ვიყიდე; დაახლოებით '67-იანი იყო. ძალიან თხელი გრიფი ჰქონდა, როგორიც კერძო შეკვეთებს აქვს ხოლმე. მუქი ყავისფერი იყო“.

AC/DC-ის დაარსებამდე, ანგუსი თავის ძმებთან, მალკოლმთან და ჯორჯთან ერთად უკრავდა ბენდში სახელად Marcus Hook Roll Band. შემდეგ იანგი უკრავდა Kantuckee-ში.

18 წლის ასაკში მალკოლმთან ერთად ანგუსმა დააარსა AC/DC, 1973 წელს. ანგუსი წამყვანი გიტარისტი იყო, მალკოლმი კი რითმ გიტარაზე უკრავდა. AC/DC-ის თავდაპირველი დანარჩენი წევრები დიდი ხნით არ დარჩენილან ბენდში. გარკვეული ხნის შემდეგ ბენდის სტაბილურ წევრებად ჩამოყალიბდნენ ანგუს იანგი, მალკოლმ იანგი, ბონ სკოტი (წამყვანი ვოკალი), ფილ რადი (დრამერი) და მარკ ევანზი (ბას-გიტარა). ევანზი მოგვიანებით კლიფ უილიამსმა ჩაანაცვლა. ანგუსმა მრავალი ალბომი გამოსცა AC/DC-ისთან ერთად. Highway to Hell იყო ბოლო ალბომი ბონ სკოტთან ერთად, რადგანაც სკოტი ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. სკოტი ბრაიან ჯონსონმა ჩაანაცვლა. ჯონსონთან ერთად AC/DC-მ მრავალი ახალი ალბომი გამოუშვა.

გიტარა და აპარატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგუს იანგი Gibson SG მოდელის გიტარებზე უკრავს. მას სხვადასხვა მოდიფიკაციებით აქვს ამ ტიპის მოდელის გიტარები. იანგის გიტარის გამაძლიერებელია Marshall-ის სხვადასხვა მოდელები.

შთაგონება და გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანგი იხსენებს, რომ დაკვრა დაახლოებით 5-6 წლის ასაკში დაიწყო: „პატარა, გაწრიპული ვიყავი. ზერელედ ვუბარდღუნებდი დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის ასაკში. ამ პერიოდში დავიწყე ლიტლ რიჩარდის მოსმენა“.

The Guitar Show-სთან ინტერვიუში იანგმა დაასახელა მუსიკოსები, ვისაც მასზე გავლენა ჰქონდა. ესენი იყვნენ მისი ძმა მალკოლმ იანგი, ჩაკ ბერი, ფრედი კინგი, მადი უოტერსი, ჯიმი ჰენდრიქსი, პიტ თაუნსენდი, ჯონ ლი ჰუკერი და ბენდი The Kinks.

ანგუსმა ასევე თქვა, რომ მასზე გავლენა იქონია კით რიჩარდსმაც. მისი შთაგონება იყო ჩაკ ბერის საშემსრულებლო სტილი, რომელიც მსმენელთან სახალისო მასხარაობას და ე.წ. „იხვის სიარულს“ („duck walk“) მოიცავდა.

იანგის საშემსრულებლო სტილი შთაგონებულია ბლუზის მინორული და მაჟორული პენტატონიკური სკალებით. მიუხედავად იმისა, რომ იანგი და მთლიანად AC/DC თავიანთ თავს როკ-ენ-როლის შემსრულებლებს უწოდებენ, მათი სტილი უფრო ჰარდ როკისა და ბლუზ როკისკენ იხრება, თუმცა მთლიანობაში ის შეიცავს როკ-ენ-როლის მრავალ ელემენტსაც.

AC/DC-ის ხშირად აკრიტიკებენ იმაში, რომ მათი სიმღერები ძალიან მარტივი და ტრაფარეტულია. რაზეც იანგმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ეს უბრალოდ როკ-ენ-როლია. ძალიან ხშირად ამის გამო გვაკრიტიკებენ. ბევრი მუსიკალური გაზეთი გამოდის, სადაც წერენ: 'როდის მორჩებიან ისინი ამ სამი აკორდის დაკვრას?' თუ შენ გჯერა, რომ სამ აკორდს არ უნდა უკრავდე, ეს მათი მხრიდან საკმაოდ სულელურია. ჩვენთვის რაც უფრო მარტივია სიმღერა, მით უკეთესია, რადგანაც უბრალო ადამიანისთვის ეს უფრო შესაფერისია“.

  • Tales of Old Grand Daddy (1973 Australia, 1978 America, 2014 international)

Main article: AC/DC discography

  • High Voltage (1975, Australia only)
  • T.N.T. (1975, Australia only)
  • High Voltage (1976, International version)
  • Dirty Deeds Done Dirt Cheap (1976)
  • Let There Be Rock (1977)
  • Powerage (1978)
  • If You Want Blood You've Got It (1978)
  • Highway to Hell (1979)
  • Back in Black (1980)
  • For Those About to Rock We Salute You (1981)
  • Flick of the Switch (1983)
  • Fly on the Wall (1985)
  • Who Made Who (1986)
  • Blow Up Your Video (1988)
  • The Razors Edge (1990)
  • Ballbreaker (1995)
  • Stiff Upper Lip (2000)
  • Black Ice (2008)
  • Rock or Bust (2014)
  • Power Up (2020)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]