მალკოლმ იანგი
| მალკოლმ იანგი | |
|---|---|
|
მალკოლმ იანგი 2010 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1953 |
| დაბ. ადგილი | გლაზგო, შოტლანდია |
| გარდ. თარიღი | 18 ნოემბერი, 2017 (64 წლის) |
| გარდ. ადგილი | ბერვუდი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია |
| დასაფლავებულია | Waverley Cemetery[1] |
| ჟანრ(ებ)ი | ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი |
| საქმიანობა | მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი |
| აქტიური | 1969–2014 |
| საიტი | acdc.com |
| მალკოლმ იანგი ვიკისაწყობში | |
მალკოლმ მიჩელ იანგი (დ. 6 იანვარი, 1953 — გ. 18 ნოემბერი, 2017) — შოტლანდიური წარმოშობის ავსტრალიელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. ფართოდ ცნობილი, როგორც ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდის, AC/DC-ის, თანადამფუძნებელი, რითმ-გიტარისტი, ბექვოკალისტი და სიმღერების ავტორი. ის ბენდის უცვლელი წევრი იყო მისი დაარსებიდან 2014 წლამდე, თუ არ ჩავთვლით 1988 წლის ხანმოკლე პაუზას. 2014 წელს იანგი ბენდიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა. როგორც AC/DC-ის წევრი, ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2003 წელს შეიყვანეს.[2]
იმის მიუხედავად, რომ მისი უმცროსი ძმა ანგუსი უფრო ფართოდ ცნობილია, მალკოლმი იყო AC/DC-ის არანაკლები წამყვანი ძალა და ლიდერი. როგორც რითმ-გიტარისტი, მალკოლმ იანგი იდგა ბენდის მუსიკალური ბგერისა და მრავალი სიმღერის გიტარის რიფის უკან, რომლებიც ძმასთან თანამშრომლობით დაწერა.
მალკოლმ იანგმა AC/DC 2014 წლის შუა პერიოდში დატოვა, რათა დემენციისთვის ემკურნალა.[3][4] ბენდმა განაცხადა, რომ, მალკოლმის სურვილით, მისი წასვლის მიუხედავად, ისინი გააგრძელებდნენ მუსიკის შექმნას.[5] იმავე წლის სექტემბერში ბენდის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მალკოლმი AC/DC-ის აღარ დაუბრუნდებოდა, იანგი 2017 წლის 18 ნოემბერს დემენციით გამოწვეული გართულებისგან გარდაიცვალა. [6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ "AC/DC". როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი.
- ↑ "AC/DC guitarist Malcolm Young is in hospital, says bandmate Brian Johnson". The Guardian
- ↑ "AC/DC's Malcolm Young Has Dementia". People. 30 September 2014.
- ↑ Roberts, Lesley (19 October 2014). "WHOLE LOTTA ROYSTON: WRITER HAILS ROCK BRUVS AS HOME CITY URGED TO HONOUR THEM; How Glasgow Forged Superstar Rockers' Heavy Metal". Sunday Mail. გვ. 36.
- ↑ "AC/DC guitarist Malcolm Young dies at 64". BBC News. 18 November 2017.