ანგელოზები და დემონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ანგელოზები და დემონები“

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი დენ ბრაუნი
ენა ინგლისური
ჟანრი სათავგადასავლო, თრილერი, დეტექტივი
გამომცემელი Pocket Books და Qanun
გამოცემის თარიღი 2000 წელი
გვერდი 728
წინამორბედი ციფრული ციხესიმაგრე
მომდევნო და ვინჩის კოდი
ISBN 978-0-74-349346-8

ანგელოზები და დემონები (ინგლ. Angels and Demons) — დენ ბრაუნის ბესტსელერად ქცეული რომანი. წიგნი მოგვითხრობს ჰარვარდის პროფესორ რობერტ ლენგდონის თავგადასავლის შესახებ. წიგნი გამოიცა 2000 წელს. 2009 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის რეჟისორია რონ ჰოვარდი.

წიგნის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარვარდის ცნობილი სიმბოლოების ექსპერტი პროფესორი რობერტ ლენგდონი ჩადის რომში, რათა ამოხსნას ერთ-ერთი ფიზიკოსის სიკვდილი. მოკლულს მკერდზე ამოტვიფრული აქვს მისტერიული სიმბოლო. პროფესორი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ძველი საძმოს — ილუმინატების საიდუმლო ორდენის აღორძინება. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ორგანიზაცია, რომელიც ოდესმე არსებობდა. ილუმინატებმა მოიპარეს საშიში იარაღით აღჭურვილი კონტეინერი და მზად არიან გამოუცხადონ ომი მათ დაუძინებელ მტერს — კათოლიკურ ეკლესიას. ლენგდონის ეჭვები მაშინ დასტურდება, როდესაც ვატიკანის ცენტრში მოხდება აფეთქება, სადაც შეკრებილია კონკლავი ახალი რომის პაპის ასარჩევად. ლენგდონს გამოძიებაში ეხმარება იტალიელი პროფესორი ვიტორია ვეტრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]