ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ცრუდინგნიჩაბა
სახეობა:  ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა
ლათინური სახელი
Pseudoscaphirhynchus hermanni
(Kessler, 1877)
სინონიმები[1][2]
  • Scaphirhynchus hermanni (Kessler, 1877)
  • Pseudoscaphirhynchus rossikowi (Nikolskii, 1900)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 18600

ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus hermanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა, ბინადრობს მდინარე ამუდარიის აუზში. დამახასიათებელია გრძელი და ვიწრო დინგი, პატარა თვალები. ფარეკლებს მოკლებულია. სხეულის სიგრძე აღწევს 27 სმ-მდე. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მხოლოდ მდინარეთა კალაპოტებზე. იკვებება მწერების ლარვებითა და თევზის ქვირითით. ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა მეცნიერთათვის ცნობილი გახდა დაახლოებით 100 წლის წინ. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
  2. Acipenseridae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017