ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Pseudoscaphirhynchus hermanni | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 18600 | |||||||||
|
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus hermanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა, ბინადრობს მდინარე ამუდარიის აუზში. დამახასიათებელია გრძელი და ვიწრო დინგი, პატარა თვალები. ფარეკლებს მოკლებულია. სხეულის სიგრძე აღწევს 27 სმ-მდე. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მხოლოდ მდინარეთა კალაპოტებზე. იკვებება მწერების ლარვებითა და თევზის ქვირითით. ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა მეცნიერთათვის ცნობილი გახდა დაახლოებით 100 წლის წინ. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.