შინაარსზე გადასვლა

ამსტერდამის დამცავი ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამსტერდამის დამცავი ხაზი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 52°22′28″ ჩ. გ. 4°53′35″ ა. გ. / 52.37444° ჩ. გ. 4.89306° ა. გ. / 52.37444; 4.89306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 759
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 759
ინგლ.რუს.ფრ.

ამსტერდამის დამცავი ხაზი (Stelling van Amsterdam) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ნიდერლანდებში, 135 კმ სიგრძის თავდაცვითი ნაგებობა ამსტერდამის გარშემო. მოიცავს 42 ციხესიმაგრესა და ე. წ. „წყლის ხაზს", დაბლობებს, რომლებიც ადვილად იტბორებოდა, რაც თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.

დამცავი ხაზი 1880 - 1920 წლებში აშენდა. აეროპლანისა და ტანკის გამოგონების შემდეგ, ანუ სისტემის დასრულებისას ის უკვე მოძვლებული იყო. შემადგენელი ციხესიმაგრეების უმრავლესობა ქალაქის მმართველობის მიერ კონტროლდება და შესაძლებელია მათი დათვალიერება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]