შინაარსზე გადასვლა

ამინა დილბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამინა დილბაზი
აზერ. Əminə Dilbazi
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1919
დაბ. ადგილი ყაზახი
წარმოშობა ყაზახი, ელისაბედპოლის გუბერნია, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 2010 (90 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მოცეკვავე

ამინა ფაშა-ყიზი დილბაზი (აზერ. Əminə Paşa qızı Dilbazi; დ. 26 დეკემბერი, 1919 — გ. 30 აპრილი, 2010) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1959).

ამინა დილბაზი დაიბადა 1919 წლის 26 დეკემბერს, ყაზახში. 1935 წელს სცენაზე პირველად გამოსულმა მსახიობმა უზეირ ჰაჯიბეკოვის სიმღერა „კოლმეურნული ველები“ შეასრულა. იგი 1936 წლიდან 1939 წლამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი იყო, რის შედეგად დილბაზი საცეკვაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. 1959 წელს მოცეკვავეთა სტუდენტური კოლექტივის „ჩანარის“ ხელმძღვანელია. იმავე წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1967 წელს შექმნა ქალთა ანსამბლი „სევინჯი“. 1949 წლიდან ქორეოგრაფიულ სკოლაში ასწავლიდა. ამინა დილბაზის მეუღლე კომპოზიტორი ჯოვდეთ გაჯიევი იყო.[1]

მსახიობი 90 წლის ასაკში 2010 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. ამინა დილბაზი დაკრძალულია I საპატიო მემორიალური ხეივანში.