ამერიკული ტბის კუ
იერსახე
ამერიკული ტბის კუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Emydoidea blandingii (Holbrook, 1838) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 7709 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ამერიკული ტბის კუ (ლათ. Emys blandingii ან Emydoidea blandingii) — კუს სახეობა ჭაობის კუების ოჯახისა. გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ტბის კუზე არ მოქმედებს დაბერების პროცესი და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტოვებს.[1][2] მისი სხეულის სიგრძეა 18–27 სმ. კარაპაქსი ზეთისხილისფერია წვრილი ღია ლაქებით, პლასტრონი კი — ყვითელი. ბინადრობს მცირედ გამდინარე წყალსატევებში. ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით, უმნიშვნელოდ — თევზითა და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 14–20 წლის ასაკში აღწევს. წყვილდებიან მარტიდან ოქტომბრამდე. დედალი დებს 6–12 კვერცხს, საიდანაც გამოჩეკილი კუები გაზაფხულამდე მიწის ქვეშ რჩებიან.[3] ცოცხლობენ 77 წელზე მეტს.[4] ამერიკული ტბის კუს ხორცი საჭმელად ვარგისია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Маккой C. J. 1973. Emydoidea, E. blandingii. Catalogue of American Amphibians and Reptiles (136): 1—4.
- Obst F. J. 2003. Sumpfschildkröten. Draco 4(13): 4—18.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Emydoidea blandingii“. The Moirai - Aging Research (ინგლისური). 2016-10-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
- ↑ Michael Brooks (2008). 13 Things That Don’t Make Sense, Ch 9: „Death“, NY: Doubleday, ISBN 9781861978172.
- ↑ Американская болотная черепаха - Мы очень любим черепах. Рассматриваем такие проблемы как: Уход и содержание за черепахами, Болезни и их лечение, Мифы о черепахах, Размножение черепах, Виды черепах. aturtle.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
- ↑ Emydoidea blandingii[მკვდარი ბმული] (ინგლისური) The IUCN Red List of Threatened Species.