ალბერტ ზაფი
ალბერტ ზაფი | |
ალბერტ ზაფი (მარცხნივ) | |
მადაგასკარის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 მარტი, 1993 – 5 სექტემბერი, 1996 | |
წინამორბედი | დიდიე რაცირაკა |
მემკვიდრე | ნორბერტ რაცირაონანა |
დაბადებული | 1 მაისი, 1927 ამბილუბე |
გარდაცვლილი | 13 ოქტომბერი, 2017 სენ-პიერი, საფრანგეთი |
მეუღლე | ტერეზა ზაფი[1] |
ალბერტ ზაფი (მალაგ. Albert Zafy; დ. 1 მაისი, 1927, ამბილუბე, მადაგასკარი — გ. 13 ოქტომბერი, 2017, სენ-პიერი, საფრანგეთი) — მადაგასკარელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მადაგასკარის პრეზიდენტი 1993-1996 წლებში.
1992 წლის არჩევნებში პირველ ტურში მიიღო ხმების 45 %[2], მეორე ტურში კი 66,74 %[3] და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დიდიე რაცირაკა. 1993 წლის ივნისში მისმა მომხრეებმა ურავლესობა მოიპოვეს პარლამენტშიც. 1996 წელს რაცირაკას მომხრეებმა მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია ზაფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ეროვნულმა ასამბლეამ მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენა და 4 სექტემბერს უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა იმპიჩმენტს[4]. 5 სექტემბერს გადადგა და დაინიშნა ახალი არჩევნები. 29 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 49,29 % და დამარცხდა დიდიე რაცირაკასთან[2].
აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://madagascar-russia.narod.ru/olderfiles/3/Madagaskar-2008.pdf
- ↑ 2.0 2.1 Elections in Madagascar
- ↑ http://www.vokrugsveta.ru/encyclopedia/index.php?title=Мадагаскар
- ↑ HCC | Haute Cour Constitutionnelle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2015-03-04.