ალაროდები
ალაროდები ანუ ალაროდიელები (ბერძ. Ἀλαροδίοι, Alarodioi) — ანტიკური კავკასიის ხალხთა ერთ-ერთი ჯგუფის სახელწოდება. ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის ხეობაში.[1] ჰეროდოტეს მიერ, სასპერებთან ერთად მოხსენიებულნი არიან, როგორც აქემენიდური სპარსეთის მოხარკეები და XVIII ოლქის მცხოვრებლები.[2] ეს საპტრაპია სპარსეთის სამეფო კარს ყოველწლიურად 200 ტალანტ ვერცხლს უხდიდა. ალაროდებმა, სასპერებთან ერთადვე მიიღეს მონაწილეობა სპარსელების ექსპედიციაში საბერძნეთში, ძვ. წ. V საუკუნეში. მათ სამხედრო დანაყოფს ხელმძღვანელობდა მასიტი, სირომიტრის ძე. ჰეროდოტე ხაზს უსვავს რომ მათი აღჭურვილობა, კოლხების აღჭუვილობის იდენტური იყო.[3]
ეთნონიმში შემონახულია სახელი ძველი ურარტუელებისა, (არაროდ>ალაროდ, შდრ. არარატ>ურარტუ სახელის ვარიანტი) რომელთა შთამომავლებიც ალბათ ალაროდები იყვნენ. როგორც ჩანს, ძვ. წ. V საუკუნეში ალაროდები ისევ ძველი ურარტუს მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ. მათი შთამომავლობა ასიმილირდა სომხებში.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 266.
- ყაუხჩიშვილი თ., ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1960
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Армения в III — I вв. до н. э.
- ↑ ისტორიანი (ჰეროდოტე), წგნ. 3:94
- ↑ ისტორიანი (ჰეროდოტე), წგნ. 7:79