შინაარსზე გადასვლა

აკაკი (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი.
აკაკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  კანაფისებრნი
გვარი:  აკაკი
ლათინური სახელი
Celtis

აკაკი (ლათ. Celtis) — მცენარეების გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. უმეტესად ხეა, იშვიათად — ბუჩქი.

აერთიანებს 75-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ზომიერი სარტყლის მშრალ ადგილებში გვხვდება ფოთოლმცვივანი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ხშირად — მარადმწვანე სახეობები. აკაკის მორიგეობით განლაგებული ფოთლები ჩვეულებრივ ასიმეტრიულია, დაკბილული, იშვიათად — კიდემთლიანი. ნაყოფი — კურკიანაა, იჭმევა.

დასავლეთ საქართველოში გვხვდება სამხრეთის აკაკი (ლათ. Celtis australis), აღმოსავლეთ საქართველოში — კავკასიური (ლათ. Celtis caucasica) და შიშველი აკაკი (ლათ. Celtis dlabrata), რომლებიც მთელ კავკასიაშია გავრცელებული. აკაკი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.