სამხრეთის აკაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის აკაკი
აკაკი სამხრეთული Celtis australis südlicher Zürgelbaum 1.JPG
Celtis Australis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  კანაფისებრნი
გვარი:  აკაკი
სახეობა:  სამხრეთის აკაკი
ლათინური სახელი
Celtis australis
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19218728

სამხრეთის აკაკი[1] (ლათ. Celtis australis) — მცენარე კანაფისებრთა ოჯახისა. 7-22 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია, კვერცხისებრ მრგვალი, ბოლოში წაწვეტილი და დაკბილული. ფოთლის ზედა მხარე მქისე, მუქი მწვანეა, ქვემოდან შებუსვილი, ძართვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანიადა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. მოწითალო-ყვითელი შეფერილობის 1 სმ-მდე სიმსხოს კურკოვანი ნაყოფი, მოტკბო გემოს მქონე რბილოებით, საჭმელად ვარგისია.

სამხრეთის აკაკი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხრიოკ და მშრალ მეჩხერ ტყეებში.

იგი ნელამზარდი მცენარეა და განსაკუთრებით გამოირჩევა იშვიათი გვალვაგამძლეობით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნაშვილი, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი 1980, გვ.10
  • Die große Pflanzen- Enzyklopädie , Bd.2., gv. 247

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]