აკაკი (მცენარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აკაკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აკაკი.
აკაკი
Bagolaro.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Celtis

აკაკი (ლათ. Celtis) — მცენარეების გვარი თელისებრთა ოჯახისა. უმეტესად ხეა, იშვიათად - ბუჩქი. აერთიანებს 75-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ზომიერი სარტყლის მშრალ ადგილებში გვხვდება ფოთოლმცვივანი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ხშირად - მარადმწვანე სახეობები. აკაკის მორიგეობით განლაგებული ფოთლები ჩვეულებრივ ასიმეტრიულია, დაკბილული, იშვიათად - კიდემთლიანი. ნაყოფი - კურკიანაა, იჭმევა.

დასავლეთ საქართველოში გვხვდება სამხრეთის აკაკი (Celtis australis), აღმოსავლეთ საქართველოში - კავკასიური (Celtis caucasica) და შიშველი აკაკი (Celtis dlabrata), რომლებიც მთელ კავკასიაშია გავრცელებული.

კავკასიური აკაკი

აკაკი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მათიკაშვილი ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 246, თბ., 1975

მუქი ტექსტი