აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
აზერბაიჯანის გერბი | |
რეზიდენცია | ბაქო |
დამნიშვნელი | აზერბაიჯანის პრეზიდენტი |
დაარსდა | 2016 |
პირველი თანამდებობაზე | მეჰრიბან ალიევა |
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Birinci vitse-prezidenti) — აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ, მეორე უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობა. ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაა.
თანამდებობა საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად შეიქმნა, რომელიც ამომრჩეველთა მიერ, 2016 წლის 26 სექტემბრის რეფერენდუმის დროს დამტკიცდა. მიმდინარე ცვლილება პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აირჩიოს ან გაათავისუფლოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ვიცე-პრეზიდენტები თანამდებობიდან.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება იმ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგება ან ქმედუუნაროა. ამ თანამდებობის შექმნამდე, ეს მოვალეობა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ ქვეყანაში მეორე ადამიანია.[1] ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობაზე ყოფნის დროს, სარგებლობს იმუნიტეტით და არ შეიძლება მისი დაპატიმრება, ბრალის წაყენება ან განაჩენის გამოტანა, გარდა დანაშაულის ადგილზე დაკავების შემთხვევებისა. ვიცე-პრეზიდენტის ხელშეუხებლობა შეიძლება შეჩერებული იყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე.[2]
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება დაცვის სპეცსამსახურების დახმარებით.
იმისათვის, რომ პირი გახდეს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდებულია იყოს აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არ გააჩნდეს სხვა სახელმწიფოების მიმართ რაიმე ვალდებულება.[3]
2017 წლის 21 თებერვალს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა, ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.[4]
პირველი ვიცე პრეზიდენტის სამდივნო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელი - ალტაი გასანოვი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის სამდივნოს უფროსის მოადგილე - მეხტი დადაშვი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის სამდივნოს უფროსის მოადგილე - ფარიზ რზაევი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე - ანარ ალეკბეროვი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე - იუსუფ მამედალიევი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე - ელჩინ ამირბეკოვი
- პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე - გიუნდუზ ქერიმოვი
ვიცე-პრეზიდენტების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | სურათი | სახელი (დ.–გ.) |
თანამდებობაზე | პარტია | |
---|---|---|---|---|---|
თანამდებობა შეიქმნა 2016 წლის 26 სექტემბერს | |||||
ვაკანტური თანამდებობა (26 სექტემბერი 2016 – 21 თებერვალი 2017) | |||||
1 | მეჰრიბან ალიევა (დ. 1964) |
21 თებერვალი 2017 - დღემდე | ახალი აზერბაიჯანი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Mehriban Aliyeva appointed first vice-president of Azerbaijan“ (ინგლისური). APA Information Agency, APA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-04. ციტირების თარიღი: 2017-04-20.
- ↑ What powers does Azerbaijan’s First Vice-President have? დაარქივებული 2017-02-22 საიტზე Wayback Machine. Azerbaijan Press Agency 21 February 2017
- ↑ „What powers does Azerbaijan’s First Vice-President have?“. Azerbaijan Press Agency. 21 February 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 21 February 2017.
- ↑ „Meeting of Security Council held under chairmanship of President Ilham Aliyev VIDEO“ (ინგლისური). Azertag. 21 February 2017. ციტირების თარიღი: 11 March 2017.