ავსტრალოპითეკ გარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავსტრალოპითეკი გარიავსტრალოპითეკების გამქრალი სახეობა.[1] იგი ჰომინიდის ოჯახს წარმოადგენდა, რომელიც იპოვეს აფრიკაში 4 და 1 მილიონი წლის წინ. ავსტრალოპითეკების ზოგადად სულ ცოტა 7 სახეობაა ცნობილი, მათ შორის, ავსტრალოპითეკ აფერენსისი, ავსტრალოფითეკ აფრიკანუსი, ა.ბაჰრელჰაზალი, ა.ანამენსისი, ა.რამიდუსი და ა.შ. მათ შორის ზოგიერთს საერთო ჰქონდა ანატომიური ნიშანი. ყველაზე მარტივი ანატომიური ნიშანი იყო პატარა ტვინის ქალა. სხვა სახეობები, მათ შორის გარი, იპოვეს ეთიოპიაში 1999 წელს. არის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა ექსპერტებს შორის იმ სახეობების რაოდენობის შესახებ, რომლებიც ერთ ოჯახს უნდა მიეკუთვნებოდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი 7 სახეობიდან ორი — ა.ბაჰრელჰაზალი და ა.ანამენსისი ეფუძნებიან არასრულ ნაშთებს.

ა. აფარენსისი თარიღდება სულ ცოტა 3,75 მილიონი წლით. შეიძლება მემკვიდრეობითი ნიშანი იყოს, სახეობებისთვის გამონაკლისს წარმოადგენს ა. ანამენსისი, ა.ჰომიდი, რომელიც თარიღდება 4,1 მილიონი წლის წინ, აღმოჩენილ იქნა 1994 წელს. ა.აფაენსისი აღმოაჩინეს ეთიოპიის მხარეს, ლაეტოლი და ტანზანიაში. 3,6 მილიონი წლის ნაკვალევი შენახულ იქნა ფერფლის მიერ ლაეტოლიში, სავარაუდოდ ამ სახეობის ნაკვალევი უნდა იყოს.

ავსტრალოპითეკის მსგავსი ნეშთი აღმოჩენეს სამხრეთ აფრიკაში 2-3 მილიონი წლის წინ. ცნობილი, როგორც ა. აფრიკანუსი, მათ ჰქონდათ დიდი კბილები აფარენსისთან შედარებით. მას ასევე ჰქონდა ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორიც არის დიდი შუბლი და მოკლე სახე. უმეტესი მკვლევარი შეთანხმდა იმაზე, რომ აფრიკანუსი არის აშკარა სახეობა, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა აფარენსისგან.

ორი კარგად ცნობილ ავსტრალოპითეკს, ბოისეის და რობუსტუსის, ჰქონდათ დიდი კბილები, ძალიან სქელი ყბა. ეს თვისებები განაპირობა იმან, რომ იღებდნენ შედარებით მსგავს საკვებს, როგორიც იყო უხეში ბოსტნეული. საპირისპირო სიტუაცია იყო, აფარენსისსა და აფრიკანუსს შორის, რომლებიც, განზოგადებული, გავრცელებული საკვებით იკვებებოდნენ. ვერანაირ კონსესუსს ვერ მიაღწიეს მკვლევარებმა, იმის შესახებ, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ სხვადასხვა ავსტრალოპითეკებს ერთმანეთთან.[2] ავსტრალოპითეკ გარი- ახალი სახეობა ადრეული ჰომინიდის ეთიოპიიდან. ეს სახეობა არ არის კარგად შესწავლილი, მეცნიერებს მხოლოდ მისი ერთი თავის ქალაზე და ოთხ სხვა ჩონჩხის ფრანგმენტზე დაყრდნობით აქვს მცირეოდენი კვლევა გაკეთებული. იგი არის განსხვავებული სახეობა სხვა ავსტრალოპითეკებისგან, რომელიც გამოირჩეოდა სხვა სახეობებისგან ხასიათით. ის იყო გამორჩეული ა. აფარენსისგან. მას ჰქონდა აბსოლუტურად დიდი პირის ღრუ; ზედა მესამე კბილის მორფოლოგია შემცირებული მინანქრის ხაზით ხასითდებოდა და დაბალი ოკლუზიური ასიმეტრიით. სხვა, მაგალითად ავსტრლალოპითეკ ლუსის თუ შევადარებთ ა.გარის უფრო გრძელი მენჯის ძვალი აქვს. ყველაფრის მიუხედავად, მისი მკლავები ისეთივე ძლიერი დარჩენილა, როგორიც უწინ იყო. მისი მკლავების სიძლიერე გამოიწვია იმან, რომ გამუდმებით მოძრაობაში იყვნენ. ა.გარი ნაკლებობას განიცდის კომპლექტურად მირებული კბილისმიერი, სახისა და თავის ქალის ნაკვთებისას, რომელიც გაანაწილა რობექტუსსა და ბოსეის შორის. ა. გარი განსხვავებულია ა. აფრიკანუს და სხვა ადრეული ჰომო სახეობებისგან თავისი პრიმიტიული შუბლით, პალატალური ბგერით და სახით. მის ნაკლს წარმოადგენს, რომ მიიღო ა. რობუსტის ხასიათი. ანალიზების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა არაერთხელ განიცადა მარცხი, რომ გამოეტანათ გადაწყვეტილება სადავო საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად ა.აფრიკანუსის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ა. შ.[3] თავის ქალა და კბილის ანატომია არ წარმოადგენს აუცილებელ სარკეს თანამედროვე პრიმატებში. ახლა, სულ ცოტა, ალბათ უკეთესია, რომ თავი ავარიდოთ წინაპრების დასახელებას და მხარი დავუჭიროთ მარტივ დაყოფას, განაწილებას.

ავსტრალოპითეკ გარი ცნობილია თანამედროვე ნარჩენებისგან, რომელიც აღმოჩენილ იქნა ბოურიში, რომელიც შეიძლება იყოს საუკეთესო კანდიდატურა პასუხისმგებელი ძველი არტეფაქტების.[4] მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ა.გარი იყო პირველი სახეობა, რომელმაც გამოიყენა ქვის იარარები და აკვირდებოდნენ თუ რას აგროვებდნენ ადრეული ადამიანები. ეს გამოკვლევა დადასტურდა ახლანდელ არქეოლოგიური აღმოჩენებით, რომელიც ჩატარდა Lokalalei-ში.[5] ა გარი იდენტიფიცირებულია AFAR რეგიონიდან, რომელიც მდებარეობს ეთიოპიაში. ა.გარი განხილულია როგორც ძლიერი კანდიდატი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა და გამოეყენებინა ქვის იარაღი, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ეწინააღმდეგება ამ დებულებას.[6] როგორც არ უნდა იყოს ეს ანატომიური მასალები არის არაპირდაპირი მტკიცებულება. ავსტრალოპითეკუს გარი არის ერთ-ერთი ბოლო აუსტრალოპითი, რომელიც ცხოვრობდა ჰომო ჰაბილის გამოჩენამდა და შეიძლება ამის გამო ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ პირველები ვინც ქვის იარაღი დაამზადა.

პირველად, 1990 წელს და შემდგომ 1996-1998, კვლევითმა ჯგუფმა, ეთიოპიურმა და ამერიკელმა პალეოანთროპოლოგებმა იპოვეს არასრული თავის ქალა და სხვა ჩონჩხის ნაშთები ადრეული ადამიანის, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი წლით თარიღდება. ისინი შესამჩნევად გავდნენ მაიმუნებს: გრძელი მხრებით, მრუდი თითებით, მოკლე ფეხებით და პატარა ტვინის ზომით, და ისინი უმეტეს დროს ატარებდმნენ ხეებზე. ამ მსგავსების გამო, ფიქრობენ, რომ მათ არ შეეძლოთ ყველაზე პრიმიტიული ქვის იარაღის მსგავსი საგნების დამზადება. 1997 წელს, ჯგუფმა ამ ახალ აღმოჩენილ სახეობას ავსტრალოპითეკ გარი უწოდა. სიტყვა „გარი“ ნიშნავს „გაკვირვებას“ Afar ენაზე. ეს სახელი იმიტომ დაარქვეს მეცნიერებმა, რომ თავის ქალის სხვადასხვა ნიშნებმა ისინი გააოცა, ასევე უზარმაზარმა უკანა კბილმა. არქეოლოგებმა ბევრი არაფერი იციან ჩვენს წინაპრებზე, მაგრამ ისინი გამუდმებით შეიწავლიან მათ და გამუდმებით ატარებენ სამზებრო სამუშაოებს მინდვრებში, თხრიან ახალ ადგილებს და ცდილობენ შეავსონ ჩვნთვის უცნობი ფაქტები ადამიანის ევოლუციაზე. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მოლარულმა კბილმა აჩვენა ა.გარი დაკავშირებულია პარანთროპუს აეტიფიკუსთან, თუმცა სახის კომბინაცია, ტვინის ქალა და კბილები ნამდვილად არ ჰგავს პარანთროპუსს.[7] აუსტრალოპითეკუს გარმა შეიძლება გვიჩვენოს ევოლუციური კავშირი ჰომოსა და აუსტრალოპითეკს შორის. ტიმ უაითმა 1996 წელს ბორცვზე აღმოაჩინა მხრის და ფეხის ნაშთები. მომავალ გათხრებში ანტილოპას ძვლები, ქვის იარაღის ნიშნები და არასრული ძვლები აღმოაჩინეს. 1997 წელს აუსტრალოპითეკუს გარის თავის ქალა. მკვლევარებმა ვირტუალურად აღადგინეს ძვლების ფრაგმენტები. 6 სხვა ძუძუმწოვარი რომელიც ეკუთვნოდა ა.გარის იქნა აღმოჩენილი მოგვიანებით. [8] ქვემოთ არის მოცემული შეკითხვები ა. გარზე, რომელზეც ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მომავალში ახალმა აღმოჩენებმა ზუსტ პასუხამდე მიგვიყვანოს:

  1. მეცნიერებისთვის რთულია ზუსტად განსაზღვრონ, თუ რომელ ადამიანურ ოჯახს შეესაბამება ეს სახეობა;
  2. მართალია თუ არა ის ფაქტი, რომ ა.გარი აკეთებდა ქვის იარაღებს და იყენებდა მას;
  3. შესაძლებელია თუ არა, რომ ა.გარის თავის ქალა არის ნამდვილად ქალის ავსტრალოპითეკ აფერენსის ნიმუში?![9]

ზოგოერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ უკანა კბილების დიდი ზომით ა.გარი ენათესავება Paranthropus aethiopicus-ს; მაგრამ, ამასთან სახისთვის დამახასიათებელი ნიშნების კომბინაცია, ტვინის ქალა და კბილები არამსგავსია Paranthropus-ის. მეცნიერები განიხილავენ, რომ ა.გარი წარმოადგენს თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარს. როგორც აფარენსისს და სხვა ჰომინიდ სახეობებს, ა.გარის აქვს პროგნატიური (გამოშვერილი ყბის მქონე) სახე, დიდი ეშვები. მისი თავის ქალის მოცულობა შეფასებულია 450 კუბური სანტიმეტრით, მსგავსი სხვა ავსტრალოფითეკების, მაგ, აფერენსის. მაგრამ, გარის ჰქონდა უფრო დიდი ზომის ეშვები, ვიდრე აფერენსის; ხოლო მსგავსი იყო ზომით Paranthropuc-ის სახეობის. ა.გარის ჰქონდა გრძელი მხრები ვიდრე ფეხები, როგორც ა.აფარენსის, პატარა თავის ქალის მოცულობა და ძლიერი ანტროპომეტრიული პროგენია (ყბის წინ გამოწევა).

მსგავსებები ა. გარისა და სხვა ადრეული Homo-ს შორის დაგვეხმარა, რომ ხელახლა განესაზღვრათ გენეალოგიური ხე, რის მიხედვითაც, ა.გარი უფრო შესაძლებელია იყოს წინაპარი Homo-ს, ვიდრე ა. აფრიკანუსის, რომელიც უფრო შეესაბამება Paranthropus-ს. სხეულის პირველი ნაწილები ა გარის, თავის ქალა, კბილები, აღმოაჩინეს Berhane Asfaw-მ და Tim White-მა. ცხოვრების წესი, გარემო და საკვები:[10] ცვალებადმა კლიმატმა გაანადგურა ხე-ტყე იმ რეგიონში, სადაც ა. გარი ბინადრობდა და სავანას სათიბ-საძოვრებმა მოიცვა იქაურობა. ძირითადად ეს სახეობა იკვებებოდა მცენარეებით და შეძლემისამებრ ხორცით. მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ანტილოპას ძვლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი მარაგი ხორცის. აღმოჩენილ ძვლებს ემჩნეოდა ქვის იარაღის კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ა.გარი პირველმა გამოიყენა ეს იარაღები. ამასთან, მკვლევარებმა ამ ადგილას აღმოაჩინეს ქვის იარაღები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სხვა სახეობებს დაეტოვებინათ.[11] ნაშთები აღმოაჩინეს აღუწერელი გეოლოგიური ფენიდან. გეოლოგებმა ფორმაციას დაარქვეს ბურის ფორმაცია, აღწერეს სამი ფენა: ჰერტო, დაკა და ჰატა. ავსტრალოფითეკუს გარი ჰატაში აღმოაჩინეს, დანალექში ანტიკურ ტბასთან. ვულკანური ფერფლი და ლავა არის დალექილი ამ ფენაში. რასაც ზუსტად დათარიღებულ მასალამდე მივყავართ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]