აგალეგა
მშობ. სახელი: ფრანგ. Agaléga | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 10°23′00″ ს. გ. 56°34′00″ ა. გ. / 10.38333° ს. გ. 56.56667° ა. გ. |
ფართობი | 70 კმ² |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 334 (2011) |
სიმჭიდროვე | 4,77 ად. /კმ² |
აგალეგა (ფრანგ. Agaléga) — ორი კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში (ჩრდილოეთი და სამხრეთი); მდებარეობს მადაგასკარიდან 800 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და კუნძულ მავრიკიდან 1100 კმ-ით ჩრდილოეთით[1]. ადმინისტრაციულად შედის ავტონომიურ მავრიკის გარე კუნძულების შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო ფართობია — 24 კმ² (მათ შორის 14,3 კმ² — ჩრდილოეთი კუნძული და 9,7 კმ² — სამხრეთი კუნძული). არსებობს ცნობები კუნძულის 70 კმ² ფართობის შესახებ, მაგრამ კუნძულის თანამგზავრული ფოტოების გათვალისწინებით, ფართობის ეს მონაცემი საკმაოდ გადაჭარბებულია. ჩრდილოეთი კუნძული შეადგენს 12,5 კმ-ს სიგრძეში და 1,5 კმ-ს სიგანეში, ხოლო სამხრეთის კუნძული — 7 კმ-ს სიგრძეში და 4,5 კმ-ს სიგანეში.
კუნძულების კლიმატი — ცხელი და ნოტიოა, საშუალო წლიური ტემპერატურით 26 °C, რომელიც მერყეობს 22,5 °C-დან 30,6 °C-მდე. წლის ყველაზე ცხელი თვეა — აპრილი.
ფლორა წარმოდგენილია მანგროს მცენარეულობით და ქოქოსის პალმებით. კუნძულზე ბინადრობს ფელზუმების სახეობის ხვლიკების ენდემური ქვესახეობა Phelsuma borbonica — Phelsuma borbonica agalegae[2].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს 289 ადამიანს[3].
ჩრდილოეთის კუნძულზე მდებარეობს ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ვინტ-სინკი, ასევე სოფელი ლა-ფურში. სამხრეთის კუნძულზე მდებარეობს სოფელი სანტე-რიტა[4].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ეკონომიკა დაფუძნებულია ქოქოსის პალმის მოყვანაზე და ქოქოსის ზეთის და კოპრის წარმოებაზე.
კუნძულის დასახლებული პუნქტები ერთმანეთთან შეერთებულია ქვიშოვანი და მარჯნული გზებით. კავშირი მავრიკისთან ხორციელდება ზღვით და ჰაერით. ჩრდილოეთის კუნძულზე არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელსაც შეუძლია მიიღოს პატარა თვითმფრინავები. კუნძულზე არ არსებობს რაიმე სახის პორტი, გარდა ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე არსებული პირსისა.
კუნძულზე გარკვეული დროის განმავლობაში არ ხდებოდა ნაღდი ფულის ბრუნვა, ყველა სახის გადახდები ხორციელდებოდა მავრიკის სამთავრობო ჩეკების მეშვეობით, რომლებიც ეძლეოდათ კუნძულზე მომუშავეებს.
ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარეობს სკოლა, პოლიციის განყოფილება, მეტეოროლოგიური სადგური და სამედიცინო პუნქტი. სასმელ წყლად ხმარობენ წვიმის წყალს. სხვა მიზნებისთვის გამოიყენება ჭაბურღილებიდან მიღებული წყალი. ელექტროენერგიას უზრუნველყოფენ დიზელის გენერატორები და მიეწოდება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ www.britannica.com
- ↑ The Reptile Database: Phelsuma borbonica
- ↑ Ministry of Finance & Economic Development (2010). „DIGEST OF DEMOGRAPHIC STATISTICS 2010“ (PDF). 31st December. Government of Mauritius: 29. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 14 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2012. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ www.mauritiusencyclopedia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-01. ციტირების თარიღი: 2015-08-13.