მავრიკი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავრიკი
მშობ. სახელი: ინგლ. Mauritius
ფრანგ. Île Maurice

კუნძულის ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 20°15′58″ ს. გ. 57°36′02″ ა. გ. / 20.26611° ს. გ. 57.60056° ა. გ. / -20.26611; 57.60056
ფართობი 1865 კმ²
უმაღლესი წერტილი 826 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 196 383 (2011)
სიმჭიდროვე 641,49 ად. /კმ²
მავრიკი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
მავრიკი (კუნძული)

მავრიკი (ინგლ. Mauritius, ფრანგ. Île Maurice) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მავრიკის რესპუბლიკის ძირითადი ნაწილი, რომლის დედაქალაქია — პორტ-ლუი. 2011 წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 1 196 383 ადამიანს[1] (2010).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა

მავრიკის კუნძული შედის მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 1865 კმ²-ს.

კუნძულის დიდ ნაწილს უკავია თითქმის მოსწორებული ზეგნები. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარის მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 826 მეტრზე.

კლიმატი ტროპიკული ზღვის. თებერვლის თვის საშუალო ტემპერატურა შეადგენს + 23 °C, აგვისტოს თვის — + 19 °C. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა გადანაწილებულია არათანაბრად — 1500 მმ-დან (მთის რაიონებში) 5000 მმ-მდე (სანაპირო რაიონებში).

კუნძულის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტროპიკულ ტყეებს. არსებობს სხვადასხვანაირი ფაუნა, მათ შორის ენდემური სახეობები (ჭიანჭველა Proceratium avium, ობობა Nephilengys dodo და სხვა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავრიკის კუნძული აღმოაჩინეს X საუკუნეში არაბებმა და სახელად ეწოდა დინა არობი. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პორტუგალიელები და მას დაარქვეს სიშნა, ერთ-ერთი პორტუგალიური გემის სახელის მიხედვით. 1598 წელს დაიწყო მისი კოლონიზაცია ნიდერლანდელების მიერ. კუნძულს სახელად დაერქვა მორიც ორანელის სახელის ლათინური ფორმა.

მავრიკი იყო კოლონიალური იმპერიების ბრძოლის საგანი: კუნძული სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა პორტუგალიას (1507—1513 წლებში), ნიდერლანდებს (1638—1710 წლებში), საფრანგეთს (1710—1810 წლებში) და ბრიტანეთის იმპერიას (1810—1968 წლებში), რის შემდეგადაც მიიღო დამოუკიდებლობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]