აბიპონები
აბიპონები Abipones | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
მიეკუთვნება გამქარალ ხალხთა ჯგუფს[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | აბიპონური ენა |
რელიგიები | ტრადიციული ტომობრივი რწმენები |
აბიპონები — ადგილობრივი ინდიელები, რომლებიც გრან-ჩაკოს რეგიონის არგენტინის კუთვნილ ტერიტორიაზე სახლობდნენ. მიეკუთვნებოდნენ გუაკურუს ენათა ლინგვისტურ ჯგუფს.[1] XIX საუკუნის დასაწყისში, მათ როგორც ეთნიკურმა ჯგუფმა არსებობა შეწყვიტეს.[2] შემორჩენილია მცირერიცხოვანი მოსახლეობა, რომლებიც არგენტინელებში არიან ასიმილირებულნი.[1]
აბიპონები თავდაპირველად პარაგვაიში, გრან-ჩაკოს რეგიონში სახლობდნენ, მდინარე პარანის დასავლეთით.[1] თავიდან ისინი სეზონურად მოძრავი ხალხი — მონადირეები, შემგროვებლები, მეთევზეები და ზოგჯერ მიწათმოქმედებიც იყვნენ.[2]
1641 წელს, აბიპონებმა ესპანელებისგან ცხენი გაიცნეს, რის შემდეგაც მიწათმოქმედება მიატოვეს და ხელი მესაქონლეობასა და ცხენების მოშენებას მიჰყვეს. ამ დროისათვის, ისინი ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ მდინარე ბერმეხოს ჩრდილოეთით.