შინაარსზე გადასვლა

აბდულა შაიგის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულა შაიგის სახლი
40°22′30″ ჩ. გ. 49°49′31″ ა. გ. / 40.37500° ჩ. გ. 49.82528° ა. გ. / 40.37500; 49.82528
დაარსდა 1990; 34 წლის წინ (1990)
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი [ashaig.aznet.org ashaig.aznet.org]
Map

აბდულა შაიგის სახლი (აზერ. Abdulla Şaiqin ev muzeyi) — მუზეუმი აზერბაიჯანში, ბაქოში. იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ.[1]

1900 წელს აბდულა შაიგი გადმოსახლდა თბილისიდან ბაქოში და ცხოვრობდა იჩერი შეჰერის რაიონში განლაგებულ მცირე ოთახში დედასთან მეხრი ხანუმთან ერთად და ძმასთან იუსუფ ზია ტალიბზადესთან ერთად. შემდგომ მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ქალაქი სხვადასხვა რაიონში.

1916 წელს გადავიდა ვერხნი ნაგორნის ქუჩის მე-2 სართულის ხუთ ოთახიან ბინაში, (ახლანდელი. ა. შაიგის ქუჩა), რომელსაც ეწოდება „აბდულა შაიგის სახლ-მუზეუმი“, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.[2]

აჰმედ ჯავადი, ჰუსეინ ჯავიდი, ჯაფარ ჯაბარლი, მიქაილ მუშფიგი, სამედ ვურგუნი და აზერბაიჯანის ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები იყვნენ ამ ბინის ხშირი სტუმრები.[3]

1990 წელს სახლ-მუზეუმი დაარსებული იქნა მისი უფროსი ვაჟის აკადემიკოს ქიამალ ტალიბზადეს მიერ.

  1. Дом-музей Абдуллы Шаига. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2018-01-27.
  2. Музей недели: дом-музей Абдуллы Шаига
  3. Дом-музей Абдуллы Шаига. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2018-01-27.