Xiaomi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xiaomi Technology Co., Ltd
შაომი
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა 6 აპრილი 2010; 7 წლის წინ (2010-04-06)
დამაარსებელი ლეი იუნი
მდებარეობა პეკინი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
დარგი სამომხმარებლო ელექტრონიკა;
კომპიუტერული მოწყობილობები
პროდუქცია
ბრუნვა Increase2.svg 60 მილიარდი აშშ დოლარი (2015)
თანამშრომელი დაახლოებით 8 100[1]

Xiaomi Inc. (ჩინ. 小米科技, წარმოითქმის შაომი) — ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კერძო კომპანია; სათავო ოფისი მდებარეობს პეკინში.

შაომი მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია. იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას.[2] მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, შაომიმ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.[3]

კომპანიას დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად კონტინენტურ ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურსა[4] და სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა[5] და ინდონეზიაში.[6]

IDC-ის მონაცემებით, ამჟამად Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მოჰყვება Lenovo და LG. მიუხედავად გაყიდვების მოცულობის შემცირებისა, ამ სიაში პირველ ადგილზე კვლავ სამსუნგი რჩება, მეორე ადგილზე კი Apple Inc-ია.[7]

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Xiaomi-მ ინვესტორებისგან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ახლად შექმნილი ტექნოლოგიური კომპანია გახდა; მისი ღირებულება 46 მილიარდ დოლარზე მეტია.[8]

შაომი 2010 წლის 6 ივნისს რვა პარტნიორმა დააარსა. დაარსების პირველ ეტაპზე, ძირითად ინვესტორებს შორის იყვნენ სინგაპურის მთავრობის მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings, ჩინური ფონდები IDG Capital და Qiming Venture Partners,[9] მობილურის პროცესორების მწარმოებელი Qualcomm.[10] 2010 წლის 16 აგვისტოს, შაომიმ ოფიციალურად გაუშვა ანდროიდზე დაფუძნებული firmware MIUI.[11] 2011 წლის აგვისტოში დაანონსდა კომპანიის პირველი სმარტფონი Xiaomi Mi1. იგი გამოვიდა შაომის MIUI firmware-ით, რომელიც ანდროიდზეა დაფუძნებული და Samsung-ის TouchWiz-სა და Apple-ის iOS-ს წააგავს. მოწყობილობა ასევე აღიჭურვა ანდროიდის მარკეტით.[12]

2012 წლის აგვისტოში შაომიმ დააანონსა Xiaomi Mi2 სმარტფონი. მოწყობილობა აღიჭურვა Qualcomm-ის Snapdragon S4 Pro APQ8064-ით, 1.5 GHz quad-core Krait chip-ით, 2GB RAM-ით და Adreno 320 GPU-ით.[13] 2013 წლის 24 სექტემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ მან 11 თვის მანძილზე 10 მილიონზე მეტი Mi2 მოწყობილობა გაყიდა.[14] სმარტფონების ამ სერიას ევროპაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ყიდიდა უკაბელო ტელეფონების გამყიდველი კომპანია Mobicity.[15]

2014 წელს, Xiaomi-მ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებ განაცხადა, პირველ ქვეყნად კი სინგაპური დააანონსა.[16] სინგაპურის შემდეგ, კომპანია შევიდა მალაიზიაში, ფილიპინებსა და ინდოეთში,[17] უახლოეს თვეებში კი შესვლას ასევე გეგმავს ინდონეზიაში, ტაილანდში, რუსეთში, თურქეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About Us. Xiaomi (2014-06-05). წაკითხვის თარიღი: 2014-06-05.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. zh. 驱动之家 (2013-06-17). წაკითხვის თარიღი: 2013-08-15.
  3. http://techcrunch.com/2015/01/03/xiaomi-2014/
  4. Eilers, Chris. (2014-06-24) How China’s Xiaomi Beats Huawei in Malaysia. წაკითხვის თარიღი: 2014-06-28.
  5. Saha, Debjit. “Xiaomi Makes Grand Entry in India“, DM, 2014-07-17. წაკითხვის თარიღი: 2014-07-17. 
  6. Shu, Catherine. “Xiaomi, What Americans Need To Know“, AOL, 2013-08-28. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28. 
  7. Xiaomi Now The World’s Third Biggest Smartphone Maker, Says IDC“, 2014-10-29. 
  8. Xiaomi raises another $1.1 billion to become most-valuable tech start-up (December 29, 2014).
  9. Wong, Sue-Lin. “Challenging Apple by Imitation“, New York Times, 2012-10-29. წაკითხვის თარიღი: 2013-08-15. 
  10. Xiaomi the money! Who is this mobile company that's poaching Tech's top shelf talent?. pcworld.com. წაკითხვის თარიღი: 27 November 2013.
  11. 小米联合创始人、副总裁洪锋谈MIUI设计成长之路. csdn.net. წაკითხვის თარიღი: 3 October 2013.
  12. Xiaomi Phone with MIUI OS: a $310 Android with 1.5GHz dual-core SoC and other surprises. Engadget (16 August 2011).
  13. Xiaomi Phone 2 Review. engadget (2012-11-14). წაკითხვის თარიღი: 2013-08-15.
  14. Chinese Smartphone Maker Xiaomi Says It Sold 10 Million Mi-2 smartphones. CEOWORLD Magazine. წაკითხვის თარიღი: 2013-09-24.
  15. Xiaomi Mi-2 Now Available in the UK and Australia via Mobicity. softpedia.com. წაკითხვის თარიღი: 6 October 2013.
  16. Xiaomi to Set Up International Headquarters in Singapore. 19 February 2014. Hardwarezone. წაკითხვის თარიღი: 19 February 2014.
  17. Mi India.
  18. Xiaomi launches two routers and a revamped set-top box, will expand to 10 more countries this years. 23 April 2014. The Next Web. წაკითხვის თარიღი: 23 April 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xiaomi&oldid=3251603“-დან