უზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Viburnum lantana)
Jump to navigation Jump to search
უზანი
უზანი Viburnum lantana wolliger Schneeball.JPG
Viburnum lantana
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Viburnum lantana

უზანი[1] (ლათ. Viburnum lantana) — ცხრატყავასებრთა ოჯახის, ძახველის გვარის საშუალო ზომის ბუჩქი (1-4 მ), ელასტიური, დრეკადი ტოტებით. ნორჩ ყლორტებზე გამოაქვს 6-7 სმ სიგრძის კვერცხისებრი ფოთლები, ზევიდან ღია მწვანე, ქვევიდან ღია ნაცრისფრად შებუსული.

ივნისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი სასიამოვნო სურნელის თეთრი თანაზომიერი ყვავილები. ქოლგად შეკრული მწვანე მრგვალი, მობრტყო ნაყოფი აგვისტოს ბოლოს იწყებს გაწითლებას, მწიფობაში კი იღებს პრიალა შავ შეფერილობას. უზანი მზის მოყვარული მცენარეა, ძირითადად გვხვდება მთის ზემო სარტყელში, სუბალპურ და ალპურ ბუჩქნარებსა და კორომებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, გვ. 231

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]