Ultima Underworld: The Stygian Abyss

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ultima Underworld: The Stygian Abyss
Ultima Underworld-ის გარეკანი.png
დეველოპერ(ებ)ი Blue Sky Productions
გამომცემელი
სერია Ultima
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი რიჩარდ გერიოტი
პროდიუსერ(ებ)ი უორენ სპექტორი
დიზაინერ(ებ)ი პოლ ნოირათი
პროგრამისტ(ებ)ი
  • ჯონათან არნოლდი
  • დაგ ჩერჩი
  • ჯონ მაიარა
  • დენ შმიდტი
  • კარლოს სმითი
მხატვარი
  • კეროლ ანჯელი
  • დაგლას უაიკი
სცენარისტი
  • ბრედ ფრიმენი
  • დენ შმიდტი
კომპოზიტორი
  • ჯორჯ სენჯერი
  • დეივ გოვეტი
[2]

Ultima Underworld: The Stygian Abyss — პირველი პირის მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Blue Sky Productions-მა (შემდგომში Looking Glass Studios) და გამოსცა Origin Systems-მა 1992 წლის მარტში. თავდაპირველად განკუთვნილი იყო DOS-ის ოპერაციული სისტემისთვის, მაგრამ მოაგვიანებით პორტირებული იქნა FM Towns და NEC PC-98, Windows Mobile და PlayStation-ის პლატფორმებზე.

მოქმედება ვითარდება „Ultima“-ს სერიის ფენტეზის სამყაროში, კერძოდ დიად სტიგიურ უფსკრულში (ინგლ. Great Stygian Abyss) — უზარმაზარი მიწისქვეშეთი, რომელიც ინახავს გაუჩინარებული უტოპიური ცივილიზაციის ნარჩენებს. მოთამაშე აკონტროლებს ავატარს, (სერიის მთავარი პროტაგონისტი), რომელიც ჩადის მიწისქვეშეთში ბარონის მოტაცებული ქალიშვილის მოსაძებნად.

Ultima Underworld“ ითვლება პირველ როლურ თამაშად, რომელიც ერთდროულად თავის თავში მოიცავს, პირველი პირის ხედვას, საბრძოლო სისტემას რეალურ დროში და რეალისტურ სამგანზომილებიან გარემოს. მან ჟანრს შემატა ისეთი ინოვაციები, როგორებიც არის ზემოთ-ქვემოთ ხედვის, ხტუნვის, ფრენის და ცურვის შესაძლებლობა.[3][4] . დიზაინი მოიცავს ადრეული როლური თამაშების, “Wizardry“-ის და „Dungeon Master“-ის სიმულაციურ ელემენტებს და ახასიათებს არასწორხაზოვანი სიუჟეტი და ემერჯენტული გეიმპლეი. თავად შემქმნელები თვლიდნენ მას „მიწისქვეშეთში გადარჩენის სიმულატორად“.

პროექტმა მიიღო მაღალი შეფასებები მიმოხილველებისგან და აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ ვიდეო თამაშების ისტორიაში. 1992 წელს Origins Award-მა, 1992 წელს დაასახელა საუკეთესო ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკურ ვიდეო თამაშად.[5] მან დიდი გავლენა მოახდინა RPG ჟანრის თამაშების დეველოპერებზე და შთაგონების წყაროდ იქცა კომპანიების Bethesda Softworks[6] და Valve Corporation-ის[7] დიზაინერებისთვის. მისი გავლენით, ასევე შეიქმნა სერიები “Deus Ex[8] და „BioShock. საერთო განხილვების საიტზე GameRankings ფლობს 80%.

ის კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც Origin System-ს აიძულა შეემცირებინა მარკეტინგული ხარჯები თამაშისთვის.[9] თუმცა, დრო და დრო, მისი პოპულარობა გაიზარდა და საბოლოოდ გაყიდვებმა 500,000 ეგზემპლარს მიაღწია.[10] 1993 წლის იანვარში გამოვიდა სიკველი „Ultima Underworld II: Labyrinth of Worlds“. შემუშავაებაში იმყოფება თამაში „Underworld Ascendant“, რომელიც იქნება ორივე ნაწილის გაგრძელბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Galimatias. (2 ივნისი, 2011) New Release: Ultima Underworld 1+2. GOG.com. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2012.
  2. (1992) Ultima Underworld: The Stygian Abyss Manual. Origin Systems. 
  3. An Interview With Looking Glass Technologies. Game Bytes (1992). დაარქივებულია ორიგინალიდან - 19 აპრილი, 2013. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  4. Mallinson, Paul. Games That Changed The World Supplemental Material. PC Zone. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  5. 1992 List of Winners. Origins Game Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 მაისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  6. Arena: Behind the Scenes. Bethesda Softworks. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 დეკემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  7. Reed, Kristan. (12 მაისი, 2004) Half-Life 2 - Valve speaks to Eurogamer. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ნოემბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  8. Warren Spector of Ion Storm (Part Two). Eurogamer (August 4, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 ოქტომბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  9. Ultima Underworld: The Stygian Abyss for PC. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.
  10. Neurath, Paul. (June 23, 2000) The Story of Ultima Underworld. Through the Looking Glass. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ივნისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 2017-01-04.