უორენ სპექტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უორენ სპექტორი

უორენ სპექტორი 2023 წლის
დაბადების სახელი უორენ ევან სპექტორი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1955 (1955-10-02) (68 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
რეზიდენცია ტეხასი, ოსტინი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი
მეუღლე(ები) კეროლინ სპექტორი (1987-დან დღემდე)

უორენ სპექტორი (ინგლ. Warren Evan Spector; დ. 2 ოქტომბერი 1955[1], ნიუ-იორკი) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი. ცნობილი არის როლური თამაშის, პირველი პირის მსროლელისა და სათავგადასავლო ჟანრის თამაშების შექმნით[2], მათ შორის ისეთი განთქმული თამაშის, როგორიც არის „Deus Ex“[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპექტორი გაიზარდა მანჰეტენში. 13 წლის ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო ფილმების კრიტიკოსი. საშუალო სკოლაში სწავლისას მის ინტერესთა სფეროს შეემატა ავტომობილები და კალათბურთი[1]. აგრეთვე, კოლეჯში სწავლის პერიოდში სპექტორი გატაცებული იყო სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპექტორი 2006 წელს

სანამ უორენი დაკავდებოდა ვიდეო თამაშების შექმნით, მუშაობდა სამაგიდო როლური თამაშების შემქმნელად Steve Jackson Games-სა და TSR Inc-ში. მოგვიანებით მან დაიწყო თამაშების შექმნა Origin Systems-ისა და Looking Glass Studios-სთვის. ამ კომპანიებში მუშაობის პერიოდში შექმნა შემდეგი თამაშები: „System Shock“, „Ultima Underworld I“, „II“ და „Thief: The dark Project“.

1997 წელს იგი სათავეში ჩაუდგა Ion Strom-ს, სადაც შეიმუშავა: „Deus Ex“, '„'Deus Ex: Invisible War“, და „Thief: Deadly Shadows“. 2004 წელს სპექტორმა დატოვა Ion Storm.

2005 წელს უორენმა დააარსა ახალი სტუდია Junction Point Studios, რომელიც 2007 წელს შეძენილი იქნა Disney Interactive მიერ. სტუდიამ გამოუშვა თამაში სახელწოდებით „Epic Mickey“ (2010 წელს გამოუშვეს Wii-სთვის). 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ Disney Interactive-მა დახურა სტუდია და უორენ სპექტრომა, რომელიც ასევე იყო Disney Interactive-ის ვიცე-პრეზიდენტი, დატოვა კომპანია. [4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს უორენი ოსტინში, ტეხასის შტატში, წიგნების მაღაზიაში შეხვდა მომავალ მეუღლეს, კეროლინს. 1987 წლის 11 აპრილს ისინი დაქორწინდნენ.

წყვილი ცხოვრობს ოსტინში. კეროლინი არის მწერალი.

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „TSR Profiles“. Dragon. Lake Geneva, Wisconsin: TSR, Inc. (#123): 88. ივლისი, 1987. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Spector, Warren. Deus Ex postmortem. Gamasutra.
  3. Spector, Warren. Postmortem: Ion Storm's Deus Ex. gamasutra.com.
  4. Lenta.ru: Культура: «Дисней» закрыл студию Уоррена Спектора. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-01.
  5. Warren Spector's Master Class Interview No. 8 with Tim Willits (University of Texas, October 29, 2007)