შინაარსზე გადასვლა

Pinterest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Pinterest — საჯარო ინტერნეტსერვისი, ფოტოჰოსტინგი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამატონ სურათები ონლაინპლატფორმაზე, განათავსონ ისინი თემატურ კოლექციებში და ამავდროულად გაუზიარონ ამ ინტერნეტსერვისის სხვა მომხმარებლებს. ინტერნეტსერვისში სურათების დამაგრება (ინგლ. to pin ) შესაძლებელია კოლექციებში სახელწოდებით „დაფები“ (ინგლ. boards ).

2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, Pinterest-ს alexa.com-ის რეიტინგში 50-ე ადგილი უჭირავს[1] .

Pinterest

საიტის დამფუძნებელია ბენ სილბერმანი უესტ-დე-მონადან[2] (აიოვა, აშშ), რომელმაც ამავე სახელწოდების კომპანია 2008 წელს დააარსა (სერვისი კი ამოქმედდა მოგვიანებით, 2009 წელს).[3]

სერვისზე მუშაობა ბენ სილბერმანმა 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. საიტი ბეტა რეჟიმში ამოქმედდა 2010 წლის მარტში. თავდაპირველად საიტს ჰქონდა დახურული რეგისტრაცია, შემდეგ კი მხოლოდ მოწვევითი. უფასო რეგისტრაცია გაიხსნა 2012 წლის აგვისტოში.

დამფუძნებლის თქმით, მან პირადად დაწერა წერილები პირველი 5 ათასი მომხმარებლისთვის.[4] გაშვებიდან 9 თვის შემდეგ სერვისი უკვე 10 ათასმა მომხმარებელმა გამოიყენა.[4] ოფისი მდებარეობდა პატარა ნაქირავებ ბინაში, მასში მუშაობდა ზილბერმანი და რამდენიმე პროგრამისტი; კომპანია საოფისე სივრცეში გადავიდა 2011 წლის ზაფხულში.

2011 წლის 16 აგვისტოს ჟურნალმა Time-მა ონლაინსერვისი შეიტანა „2011 წლის 50 საუკეთესო ვებსაიტის“ სიაში,[5] მას შემდეგ საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად დაიწყო ზრდა. 2011 წლის ბოლოს, საიტი მოხვდა ათეულში Hitwise Social Networking Forums-ის მიხედვით.

2012 წლის მაისში კომპანიამ იაპონური ინტერნეტკომპანია Rakuten-თან და სამი ვენჩურული ფონდიდან 100 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო Pinterest-ის მთლიანი ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა [3] .

2012 წლის აგვისტოში Pinterest-მა გახსნა უფასო რეგისტრაცია ყველასთვის. მომხმარებლებს შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ Pinterest-ის ვებსაიტზე Facebook-ის ან Twitter-ის ანგარიშის, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით.

Pinterest ლოგო

2018 წლის თებერვალში Pinterest-მა დაამატა 3 ახალი ფუნქცია: დაფების დაარქივება, სექციები და დაფების დალაგება ანბანურად, შექმნის თარიღით და ახალი პინების შენახვის თარიღით.

Pinterest ყაზახეთში დაბლოკეს 2016 წელს,[6] თუმცა 2017 წლის აგვისტოდან კვლავ გახდა ხელმისაწვდომი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pinterest.com Site Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 2013-01-04.
  2. Pinterest | Des Moines Register Staff Blogs Error in webarchive template: Check |url= value. Empty.Category:Webarchive template errors
  3. 3.0 3.1 Пуивин Там.. Инвесторы оценили Pinterest в $1,5 млрд. // vedomosti.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-16. ციტირების თარიღი: 2012-05-18.
  4. 4.0 4.1 Brandon Griggs (2012-03-14). „Pinterest: Revamped profile pages, iPad app coming soon“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2012-03-14.
  5. McCracken, Harry (2011-08-16). „The 50 Best Websites of 2011“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2011-08-21.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2023-11-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pinterest&oldid=4669368“-დან