Twinings

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Twinings

Twinings-ის მაღაზია სტრენდზე, ლონდონში. გაიხსნა როგორც ჩაის ოთახი 1706 წელს.
მფლობელი Associated British Foods
ქვეყანა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
წარდგენილი 1706; 318 წლის წინ (1706)
ბაზრები სასმელები[1]
საიტი twinings.co.uk

Twinings (ინგლ. Twinings /ˈtwnɪŋz/) — ჩაის და სხვა სასმელების, მათ შორის ყავის, ცხელი შოკოლადისა და ალაოს სასმელების მწარმოებელი და გამყიდველი ინგლისური კომპანია. დაფუძნებულია ანდოვერში, ჰემფშირში.[2] ბრენდი ეკუთვნის Associated British Foods-ს. კომპანიის ლოგო მსოფლიოში უძველესი დღემდე გამოყენებადი სავაჭრო ნიშანია. Twinings ლონდონის გადასახადების ყველაზე ხანგრძლივი გადამხდელია. ის 1706 წლიდან სტრენდზე, (ლონდონის ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერია) ერთი და იგივე შენობაშია განთავსებული.[3] Twinings ყიდის შავ, მწვანე და მცენარეულ ჩაის, ისევე როგორც ხილის ცივ სასმელებს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1706 წელს თომას ტუინინგსმა ლონდონში, სტრენდის ქუჩის № 216-ში პირველი ჩაის ოთახი გახსნა.[5][6] კომპანიის 1787 წელს შექმნილი ლოგო მსოფლიოში უძველესია, რომელიც დღესაც გამოიყენება.[7][8]

1964 წელს, სამეფო ნებართვის მფლობელი[9] კომპანია Twinings, Associated British Foods-მა შეიძინა. კომპანია ასოცირდება ბერგამოტიან ერლ გრეის ჩაისთან, თუმცა უცნობია ასოციაციის მიზეზი და მიუძღვის თუ არა Twinings-ს რაიმე წვლილი ბერგამოტის არომატის მქონე ჩაის შექმნაში. ბერგამოტიან ჩაისთან ასოცირდებოდა ასევე Twinings-ის კონკურენტი Jacksons of Piccadilly. ეს უკანასკნელი Twinings-მა 1990-იან წლებში შეიძინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Twinings Teas. ციტირების თარიღი: 17 November 2018
  2. Other Drinks. ციტირების თარიღი: 17 November 2018
  3. I Never Knew That About London. 
  4. Twinings Tea Blends and Infusions. ციტირების თარიღი: 15 February 2020
  5. Phillips-Evans, James (2012) The Longcrofts: 500 Years of a British Family, Amazon, pp. 244–245
  6. Twining & Co.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2021.
  7. History of the Twinings Tea Company. ციტირების თარიღი: 13 February 2018
  8. A history of the world in six glasses. 
  9. „Twinings to leave Britain for Poland“. The Telegraph. September 6, 2010. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Twinings&oldid=4386822“-დან